ეკა გორგოძემ (153) საფრანგეთის ღია პირველობის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 საათსა და 4 წუთში ჩინელი ჯა ჯინ ლუ (186) 6:4, 2:6, 6:2 დაამარცხა.
მეორე ეტაპზე ეკა უკრაინელ კატარინა ზავაცკას (205) შეხვდება, რომელმაც ბრაზილიელ ბეატრის ჰადად მაიას მოუგო.
ძირითად ბადეში მოსახვედრად მას კიდევ ორი ბარიერის დაძლევა სჭირდება.