საქართველოს პირველმა ჩოგანმა ეკა გორგოძემ უიმბლდონის ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრელ ანა ბონდარს 7:6, 7:6 სძლია.
უიმბლდონის ძირითად ბადეში გასასვლელად გორგოძემ კიდევ ორ შეხვედრაში უნდა იმარჯვოს.
26 ივნისს, მეორე წრეში ეკა ნიდერლანდელ არანჩა რუსს დაუპირისპირდება.
მარიამ ბოლქვაძე კი უკრაინელ ანჟელინა კალინინასთან 4:6, 4:6 დამარცხდა.