დღეს ცნობილი გახდა "უიმბლდონის" 2019 წლის ბადე, სადაც ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იასპარეზებს.
მსოფლიოს მე-16 ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე პირველ წრეში მსოფლიოს 205-ე ჩოგანი, ბრიტანელი ჯეიმს უორდი იქნება, რომელიც შეჯიბრებაზე "უაილდ ქარდის" საშუალებით იასპარეზებს. მასთან ბასილაშვილს აქამდე არასდროს უთამაშია.
წელს ნიკოლოზს არც ისე კარგი სეზონი აქვს, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში არ მისდის საქმეები კარგად და ზედიზედ 4 თამაში აქვს წაგებული. წინა წელს, ბასილაშვილი "უიმბლდონს" პირველ წრეში დაემშვიდობა. ამიტომ წელს ქულები დასაცავი არ აქვს და კარგი ასპარეზობის შემთხვევაში, რეიტინგშიც დაწინაურდება.
უორდის დამარცხების
"უიმბლდონის" საერთო საპრიზო ფონდი წელს 23 500 000 გირვანქა სტერლინგი იქნება. გამარჯვებული 2 350 000 ფუნტსა და 2000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.
შეჯიბრება პირველ ივლისს დაიწყება და ბასილაშვილის მატჩი თბილისის დროით 14:00 საათზეა ჩანიშნული.
ბასილაშვილი აგებს, მაგრამ წინ მიიწევს - ქართველი ATP-ის რეიტინგში დაწინაურდა