ზვერევი: ბასილაშვილთან თამაშისას შენ ვერაფერს აკონტროლებ, ის ტურში ყველაზე აგრესიული ჩოგბურთელია

AutoSharing Option
გერმანელმა ჩოგბურთელმა ალეკსანდრ ზვერევმა ნიკოლოზ ბასილაშვილის დამარცხების შემდეგ Tennis Tv-ის ტელევიზიას მცირე კომენტარი მისცა.

"ამაყი ვარ, რომ გავიმარჯვე. ყოველთვის, გამარჯვება ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემი საუკეთესო ჩოგბურთი არ მითამაშია, თუმცა მეოთხედფინალში გავედი, გზას ვაგრძელებ და ეს არის მთავარი.

თამაშის დროს ქარი ქროდა და ძნელი იყო რიტმის დაჭერა. თუმცა, როგორც გითხარით, გავიმარჯვე და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა.

იცით რა, როცა ბასილაშვილს ეთამაშები, შენს ხელთ არაფერია, თამაშს შენ ვერ აკონტროლებ. ალბათ, ის ტურში ყველაზე აგრესიული ჩოგბურთელია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეოთხედფინალში გავედი",
- განაცხადა საშამ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალეკსანდრ ზვერევთან მონრეალის მასტერსის მერვედფინალში 3 სეტში დამარცხდა - 5:7, 7:5, 6:7. ნიკოლოზმა აღნიშნულ ტურნირზე 90 სარეიტინგო ქულა და 70,325 დოლარი გამოიმუშავა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ცნობილი გახდა ცინცინატის მასტერსის სატურნირო ბადე!!! ნიკა 1/32 იწყებს 12 აგვისტოს და მეტოქე ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, რადგან ის იქნება კვალიფიკაციიდან !!! თუ დაძლია 1/16, მეტოქე ეყოლება ვავრინკა- დმიტროვის წყვილს შორის გამარჯვებული!!! და თუ ესეც დაძლია მეტოე 99% იქნება ფედერერი, რომელიც იწყებს 1/16- დან და შეხვდება ლონდერო- ბერეტინის შორის გამარჯვებულს!!! გუშინ ხაჩანოვმა ორ სეტში გააბითურა ზვერვი!!! ნიკაც მოასწრებს აღდგენას ტურნირამდე და იმ იმედით, რომ კრგად იასპრეზებს დაველოდთ ტურნირის დაწყებას!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
14:17 10-08-2019
3
ბასილაშვილის დონის ჩოგბურთელი,რომელიც თანაბრად ეთამაშა ტოპ-10-ის ჩოგბურთელს არ გვეყოლება კაი ბევრი წლები,ასე რომ შევირგოთ რაც გვყავს და ირონიულად ნუ ვაკრიკიტებთ.
zas.
20:27 09-08-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული