ქალთა თანასწორობისთვის მებრძოლა სერენა უილიამსმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო და სათაურად "დედოფალი" დააწერა, მიუხედავად იმისა, რომ დედოფალი თანასწორობის სიმბოლო ისევეა, როგორც მეფე. არა და ძალიან დიდი ხანია, ის საჯაროდ გამოთქვამს, რომ ქალთა თანასწორობისთვის მებრძოლი ადამიანია და უკან არაფრის დიდებით არ დაიხევს.
თუმცა, როგორც ჩანს, ამერიკელი ჩობურთელისთვის თანასწორობაზე მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხია. საქმე იმაშია, რომ უილიამსმა კონტრაქტი გააფორმა ჟურნალ Essense-სთან და მის გარეკანზეც აღმოჩნდა აფრიკული სტილში გაკეთებულ გრიმში.
აქვე, ამერიკული ტელეარხი ESPN მალე გაუშვებს Backstory-ის ახალ დოკუმენტურ ეპიზოდს, რომელიც 2018 წლის ამერიკის ღია
ჩემპიონატის ფინალს ეხება და მისი სახელია "სერენა მსაჯის წინააღდეგ". მაშინ სერენას კონფლიქტი მოუვიდა კოშკურის მსაჯ კარლოს რამოსთან და ჩოგბურთელმა ამ შემთხვევის შემდეგ უფრო აქტიურად დაიწყო საუბარი ქალთა თანასწორობის აუცილებლობაზე.