US OPEN : მარიამ ბოლქვაძემ ისევ იმარჯვა და კვალიფიკაციაში გადამწყვეტი მატჩი ელის

AutoSharing Option
22 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის კვალიფიკაციის მეორე ეტაპზე, 21 წლის მარიამ ბოლქვაძემ (202) დაძაბულ ბრძოლაში, რომელიც 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, სამხრეთკორეელ ნა-ლაე ჰანს (163) 2:6, 6:2, 7:5 სძლია.

შეგახსენებთ, პირველ წრეში ბოლქვაძემ ბრიტანელი ჰიზერ უოტსონი 6:4, 6:2 დაამარცხა.

კვალიფიკაციის მესამე რაუნდში ბოლქვაძე ჩინელ შილინ ქსუს დაუპირისპირდება, რომელმაც რუს ვარვარა ფინკს 6:3, 6:2 მოუგო.

ჩინელის ძლევის შემთხვევაში, ბოლქვაძე ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
არის მესამე გამარჯვებაც!!! ყოჩაღ მარიამ!!! US Open-ის ძირითად ბადეში უკვე ორი ჩოგბურთელი გვყავს ქართველებს: ბოლქვაძე - ბასილაშვილი. სულ გამარჯვების გზებით გევლოთ!!! წარმატებები!!!
მალხაზი
01:37 24-08-2019
1
მოიგოოოოოოოო!!! ძალიან მაგარი გოგო ხარ!!! ძირითად ბადეშიაააა!!!
დათო
01:33 24-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული