23 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის კვალიფიკაციის მესამე ეტაპზე, 21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ (202) დაძაბულ ბრძოლაში, რომელიც 2 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა, ჩინელ შილინ ქსუს (215) 6:4, 2:6, 6:4 სძლია.
ბოლქვაძე დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში კარიერაში პირველად გავიდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის შეხვდება მარიამი პირველ რაუნდში.
შეგახსენებთ, ბოლქვაძემ პირველ ეტაპზე ბრიტანელი ჰიზერ უოტსონი (101) 6:4, 6:2, ხოლო მეორე ეტაპზე სამხრეთკორეელი ნა-ლაე ჰანი (163) 2:6, 6:2, 7:5 დაამარცხა.
ტურნირზე სამი ქართველი იასპარეზებს - ნიკოლოზ ბასილაშვილი ვაჟებში, მარიამ ბოლქვაძე
ქალებში, ხოლო ოქსანა კალაშნიკოვა ქალთა წყვილებში.
დიდი მადლობა მარიამ ჩვენი გახარებისთვის! წარმატებები ვუსურვოთ მარიამ ბოლქვაძეს! ახლა უნდა ამ გოგოს კაი პატრონი...!
ადმინ,არ დამიჯერე და დაბლოკე ეს რომ დავწერე-პირველ ეტაპზე მარიამის მიერ ჰიზერ უოტსონის იოლად 6:4, 6:2 მოგების შემდეგ.ჰიზერ უოტსონს დამარცხებული ჰყავს:-კონტავეიტი,ზაბალენკა, სევასტოვა,ვეკიჩი,ალექსანდროვა!!!
დიდი მადლობა მარიამ ჩვენი გახარებისთვის!!! წარმატებები ვუსურვოთ მარიამ ბოლქვაძეს!!! ახლა უნდა ამ გოგოს კაი პატრონი...!!!
iaan kargiaaaaa midi ahenicii davangriot stereotipi ro qal
ebi argvyvaavs qartvelebs sheni fani var