US OPEN: ყოჩაღ - მარიამ ბოლქვაძემ მესამე მატჩიც მოიგო და ძირითად ბადეში გავიდა!

AutoSharing Option
23 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის კვალიფიკაციის მესამე ეტაპზე, 21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ (202) დაძაბულ ბრძოლაში, რომელიც 2 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა, ჩინელ შილინ ქსუს (215) 6:4, 2:6, 6:4 სძლია.

ბოლქვაძე დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში კარიერაში პირველად გავიდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის შეხვდება მარიამი პირველ რაუნდში.

შეგახსენებთ, ბოლქვაძემ პირველ ეტაპზე ბრიტანელი ჰიზერ უოტსონი (101) 6:4, 6:2, ხოლო მეორე ეტაპზე  სამხრეთკორეელი ნა-ლაე ჰანი (163) 2:6, 6:2, 7:5 დაამარცხა.

ტურნირზე სამი ქართველი იასპარეზებს - ნიკოლოზ ბასილაშვილი ვაჟებში, მარიამ ბოლქვაძე
ქალებში, ხოლო ოქსანა კალაშნიკოვა ქალთა წყვილებში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
დიდი გამოცდა ელის მარიამს დღევანდელი საღამოს მატჩში.24 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი ბერნარდა პერა(69) შინ თამაშობს, ფავორიტია და ეცდება ჩვენებურის დამარცხებას.(ექვსი დღის წინ მოუგო ბარბარა სტრიცოვას32).დიდი იმედი მაქვს მარიამის სპორტულად და ფსიქოლოგიურად მზადყოფნის.განსაკუთრებით აღსანიშნავია,რომ მაგდალენა რიბარიკოვას მომგებ კორეელთან მარიამი მესამე სეტს 0-3 აგებდა და ბოლოს მაინც მოიგო! მჯერა,რომ იგი უბრძოლველად არაფერს დათმობს! სულ წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებ მარიამ ბოლქვაძეს!
....
17:43 26-08-2019
0
dzal
iaan kargiaaaaa midi ahenicii davangriot stereotipi ro qal
ebi argvyvaavs qartvelebs sheni fani var
soso
12:55 24-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული