US OPEN: ყოჩაღ - მარიამ ბოლქვაძემ მესამე მატჩიც მოიგო და ძირითად ბადეში გავიდა!

AutoSharing Option
23 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის კვალიფიკაციის მესამე ეტაპზე, 21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ (202) დაძაბულ ბრძოლაში, რომელიც 2 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა, ჩინელ შილინ ქსუს (215) 6:4, 2:6, 6:4 სძლია.

ბოლქვაძე დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში კარიერაში პირველად გავიდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის შეხვდება მარიამი პირველ რაუნდში.

შეგახსენებთ, ბოლქვაძემ პირველ ეტაპზე ბრიტანელი ჰიზერ უოტსონი (101) 6:4, 6:2, ხოლო მეორე ეტაპზე  სამხრეთკორეელი ნა-ლაე ჰანი (163) 2:6, 6:2, 7:5 დაამარცხა.

ტურნირზე სამი ქართველი იასპარეზებს - ნიკოლოზ ბასილაშვილი ვაჟებში, მარიამ ბოლქვაძე
ქალებში, ხოლო ოქსანა კალაშნიკოვა ქალთა წყვილებში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
პირველ ეტაპზე ჰიზერ უოტსონის იოლად 6:4, 6:2 მოგების შემდეგ დიდი იმედი გაჩნდა,რომ მარიამი ძირითად ბადეში მოხვდებოდა.ჰიზერ უოტსონს დამარცხებული ჰყავს:-კონტავეიტი,ზაბალენკა, სევასტოვა,ვეკიჩი,ალექსანდროვა!
დიდი მადლობა მარიამ ჩვენი გახარებისთვის! წარმატებები ვუსურვოთ მარიამ ბოლქვაძეს! ახლა უნდა ამ გოგოს კაი პატრონი...!
გიოშა
02:29 24-08-2019
1
მოიგოოოო!!! ძალიან მაგარი გოგო ხარ!!! გაგვახარე ძალიან!!! WTA ყურებას აზრი მიეცა!!! ორი ქართველი დიდი სლემის ტურნირზე!!! მადლობა მარიამ ჩვენი გახარებისთვის!!! წარმატებები!!! გილოცავთ ყველას!!!
დათო
01:44 24-08-2019
2

სიახლეები პოპულარული