US OPEN: ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფუჩოვიჩს 5 სეტში სძლია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის პირველ რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (18) მისთვის ერთობ უხერხულ მეტოქეს, უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს (65) ნამდვილ მარათონში 3:6, 6:4, 6:2, 3:6, 6:3 მოუგო.

მატჩი 3:40 საათი გაგრძელდა.

აქამდე ბასილაშვილი 27 წლის მადიარს შვიდჯერ დაუპირისპირდა და მხოლოდ ორჯერ იმარჯვა.

მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე 18 წლის ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბია (394), რომელმაც კვალიფიკაციაში გამარჯვების შემდეგ ჩეხ ტომაშ ბერდიხს (101) 6:1, 2:6, 6:4, 6:4 მოუგო.

ბასილაშვილისა და ბრუკსბის მატჩი 28 აგვისტოს გაიმართება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 28 619 350 აშშ დოლარია.

alt

OPEN: ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფუჩოვიჩს 5 სეტში სძლია! [VIDEO]" style="height: 50px; width: 50px;" />US OPEN: მოუგო, მოუგო - მარიამ ბოლქვაძემ პერას რა მატჩი მოუგო!

 

altნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე ისევ ერთ დროს ითამაშებენ


მკითხველის კომენტარები / 15 /
სწორად დათოს კომენტარზე დისლაიქების შესახებ ჩემი კომენტარი დაბლოკეს, რატომ - გაუგებარია ?! - გაიგეთ ქართველობავ - უკვე სპორტშიც შემოვდნენ კრემლის ქართული ენის მცოდნე ქართველობის მტრები, გვარებგადმოკეთებულები-ც, შეიძლება რუსეთიდან- ვლადიკავკასიდან-აც ტროლები - მიზანი ქართველობის იდეურ -მენტალურად გახლეჩა - დაპირისპირება , მით დ ე ზ ო რ გ ა ნ ი ზ ე ბ ა ,მით სახელმწიფო საქართველოს დაკნინება, დაუსუსურება, გაძარცვა,გაღატაკება,რუსულ-გუბერნიად გადაქცევა -უპერსპექტივობა, ანუ ე.წ. ჰიბრიდული ომი. -სხვა -რ ა განმარტება შეოძლება ქონდეს, რომ ქართველების წარმატება ა რ უნდოდეს ქართველს ?!
გლახუნა
11:18 27-08-2019
3
გაიხარე ნიკა, გილოცავ! შენ რომ იცოდე როგორ გვახარებ შენი მოგებებით - შეიძლება თავი შეაკლა ყველა მატჩში. სულ წინსვლა და წარმატებები. მაგარი ქართველი ხარ, მადლობა! შურიანი და ბოღმა ხალხს რა გამოლევს ქართულ მიწაზე, სამწუხაროდ. შენ მაგათ ყურადღება არ მიაქციო, გააგრძელე მოგებები ჩვენ გასახარად!!!
alexandre
10:47 27-08-2019
2

სიახლეები პოპულარული