ეკა გორგოძემ ჩეხეთში ტურნირზე გაიმარჯვა

AutoSharing Option
ეკა გორგოძემ ჩეხეთის ქალაქ ფრიდეკ მისტეკის ტურნირი მოიგო, რომლის საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარია.

გორგოძემ ამერიკელი შანელ ვან ნგუიენი, ჩრდილომაკედონიელი ლინა გორეჩკა, ჩეხი ჯესიკა მალეცკოვა, ბერძენი დესპინა პაპამიჩაილი და გერმანელი კატარინა გერლაჩი დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ეკამ ტურნირზე მხოლოდ 1 სეტი წააგო.

გორგოძე მომავალ კვირაში საფრანგეთში, 60-იან ტურნირში ჩაერთვება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული