ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე, რომელიც მსოფლიოს 158-ე ჩოგანი გახლავთ, ჩინეთში, ლიუჩჟუში მიმდინარე ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა, თუმცა ტრავმის გამო ავსტრალიელ როდიონოვასთან მატჩი პირველივე სეტში ვეღარ გააგრძელა და შეჯიბრებას დაემშვიდობა.
ბოლქვაძემ აღნიშნულ ტურნირზე პირველი ორი შეხვედრა სეტის წაუგებლად მოიგო და ჯამში 8 გეიმი დათმო. პირველ შეხვედრაში ჩელ იუე იუანს 6:2, 6:2 მოუგო, მეორე წრეშიც ჩინელი ძიუ სანი ანალოგიური ანგარიშით, 6:2,6:2 დაამარცხა.
მარიამის ყველაზე დიდი მიღწევა წლევანდელ სეზონში ამერიკის ღია ჩემპიონატზე თამაში იყო, სადაც თამაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ძირითადი ბადის მეორე წრეში
გავიდა, სადაც მსოფლიოს მე-2 ჩოგან კაროლინა პლიშკოვასთან დამარცხდა.