ლონდონში მიმდინარე ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე რაფაელ ნადალმა (1) დანილ მედვედევი (4) 2 საათსა და 49 წუთში 6:7, 6:3, 7:6 დაამარცხა.
ორი სეტის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო, მესამეს მედვედევი 5:1-ს იგებდა და მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა გამარჯვების მოპოვება მოახერხა.
16 ნოემბერს, მესამე წრეში ნადალი სტეფანოს ციციპასს შეხვდება.
ნამატჩევს ნადალმა კომენტარი გააკეთა: "დანილი მორალურად ძალიან ძლიერია. ამას მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებს. ფსიქიკურად ძალიან გაწონასწორებული თუ არა ხარ, ასეთ შედეგს ვერ მიაღწევ.
კორტზე ვუთხარი მას, რომ ასეთ თამაშს ათასიდან ერთს თუ წააგებდა. მოგებამ
გამახარა, მაგრამ დანილი მეცოდება, ვინაიდან მსგავსი მარცხი მტკივნეულია".
მედვედევმა კი აღნიშნა, რომ იმ დონეზე ვერ იასპარეზა, რომელიც ამერიკის სერიის ტურნირებზე, შანხაისა და პეტერბურგში აჩვენა. დიდი სამეულის წევრებს შეუძლიათ საუკეთესოდ არ გაისარჯონ და გაიმარჯვონ. ამაში მდგომარეობს მათი უნიკალურობა. ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა დარჩა და უკეთ თამაშს იმედოვნებს.