ქართველმა ჩოგბურთელმა სოფია შაფათავამ პეტიცია შექმნა, სადაც ის მამაკაცთა (ATP), ქალთა (WTA) და საერთაშორისო (ITF) საჩოგბურთო ფედერაციებს მიმართავს.
შაფათავა მიიჩნევს, რომ ეს ორგანიზაციები მოთამაშეებს ფინანსურად უნდა დაეხმარონ, რადგან ახლა მთელ მსოფლიოში კორონავირუსის გამო არცერთი ტურნირი არ მიმდინარეობს.
მისი აზრით, ამან ყველაზე მეტად დაბალრეიტინგიან მოთამაშეებს დაარტყა (შაფათავა ახლა მსოფლიოში 371-ე ადგილზეა), რადგან ჰონორარებს ვეღარ გამოიმუშავებენ.
ქართველი ჩოგბურთელის განცხადებაში ვკითხულობთ:
"პროფესიონალმა ჩოგბურთელებმა მთელ მსოფლიოში შეწყვიტეს გამოსვლა. ასეთ დროს, ტოპ-მოთამაშეებს საკმარისი რესურსი აქვთ იმისთვის, რომ რამდენიმე თვე თავი გაიტანონ, მაგრამ დაბალრეიტინგიან მოთამაშეებს პრობლემები
ექმნებათ. ბევრს არ შეუძლია ამ პერიოდში დანაზოგით იცხოვროს და სამი თვის შემდეგ დაუბრუნდეს კორტებს.
კომპანიები, რომლებიც საჩოგბურთო ტურნირებს ატარებენ, უნდა დაეხმარონ მოთამაშეებს ამ რთული დროის გადატანაში. ბევრ ჩვენგანს წაადგება ნებისმიერი სახის დახმარება. სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლებს ფასიანი შვებულებები მისცეს, ჩოგბურთელები კი ასეთივე თანამშრომლები არიან. მჯერა, რომ მოთამაშეებმა ზუსტად ასეთივე დახმარება უნდა მიიღონ, რადგან ჩვენც ვიხდით გადასახადებს, ლიცენზიის ფულს და ვმუშაობთ მათზე.
მატჩების სრული შეჩერება დიდი მოულოდნელობა გახდა და ბევრი ჩვენგანი დაზარალდა. დღეს ყველასთვის რთული დროება დადგა და დახმარება ყველას უნდა გაეწიოს", - წერია განცხადებაში.

ჯერჯერობით პეტიციას ერთი კვირის განმავლობაში 800 ხელმომწერი ჰყავს.