საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ივნისიდან ახალ შეჯიბრებაში ჩაერთვება, რომელმაც ჩოგბურთის მოყვარულებს შორის უკვე არაოფიციალური სახელწოდება მიიღო - "აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატი".
აღნიშნული შეჯიბრების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი სერბი ჩოგბურთელი იაკნო ტიპსარევიჩი გახლავთ, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა პროფესიონალური კარიერა. შეხვედრებიც ტიპსარევიჩის აკადემიის კორტებზე, ბელგრადში გაიმართება.
როგორც სერბული საინფორმაციო წყაროები წერენ, აღნიშნული ტურნირი 15 ივნისს დაიწყება, თუმცა რეგლამენტი და განრიგი ჯერ ცნობილი არ არის.
მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო საჩოგბურთო თამაშები ყველგან გაჩერდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის განახლდება სეზონი.