ბასილაშვილი დაკავებულია - სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

AutoSharing Option
ფოტო: გელა ბოჩიკაშვილი

საქართველოს პროკურატურა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაის დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით,
პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით," - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მიმდინარე სხდომა დასრულდა. სასამართლომ ბასილაშვილს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა და ნაცვლად ამისა გირაოს სახით 100 000 ლარის გადახდა დააკისრა. ჩოგბურთელს თანხის გადახდის შემთხვევაში საპატიმროს დატოვება შეეძლება.

წყარო IPN


მკითხველის კომენტარები / 30 /
ყველაფერს გაიგებს კაცი, მაგრამ 100 000 ლარიანი გირაო რა უბედურებაა? მძიმე კი არა, საერთოდ არც უმტკიცდება მგონი დანაშაული. მიმალვით ვის უნდა დაემალოს?
: )))))))
24 მაისი 2020 15:16
3
გასაგებია, რომ სწორედ მაგიტომ არის და ეგ სამარცხვინოა. აღკვეთის ღონისძიების დანიშნულება ის არის, რომ გამოძიებას და სასამართლოს არ დაემალოს. მაგის მიმალვის 1% შანსიც არ არსებობს, თან ეს გირაოც უკან უბრუნდება ყველა შემთხვევაში
: )))))))
24 მაისი 2020 22:35
0
ბააილაშვილი რო არ იყოს 5000გირაოს მიცემდნენ :))
L.J.
24 მაისი 2020 19:19
0
ჩემის აზრით,არ იყო საჭირო ამ ფაქტის საჯაროდ გამოტანა.ცოტა თავშეკავება მმართებთ ასეთ სახელოვან სპორტსმენებს! მათი უარყოფითი საქციელი დიდ გავლენას ახდენს ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაზე.ნიკოლოზ ბასილაშვილის მსგავსი წარმატებული ადამიანების მოქმედება აუცილებლად მისაბაძი უნდა იყოს ყველა ჩვენთაგანისთვის,მომავალი თაობისთვის!
....
24 მაისი 2020 14:54
3
ბავშვებო! ასეთი ქალი არ მოიყვანოთ ცოლად!
P.S. დაგუგლეთ "ნეკა დოროკაშვილი". ნახეთ მისი ფოტოები.
ქ. გ.
24 მაისი 2020 14:15
8
ექს -მეუღლე   ცდილობს, რომ ნიკას დაუნგრიოს ყველაფერი, მათ შორის კარიერა!!! არ ფიქრობს მათ საერთო შვილზე, რომლის მომავალი ფაქტიურად დამოკიდებულია ნიკაზე!!! ყველანაირად ეწევა სპეკულიაციას ბავშვით და ცდილობს ნიკას მორალურ განადგურებას!!! ბევრ ადამიანს აინტერსებდა ნიკას ბოლოდროინდელი წარუმატებლობის მიზეზი, ახლა ხვდებით რა არის ძირითადი მიზეზი???!!! როგორი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არის???!!!! იქნებ დაფიქრდეს ან ვინმემ ურჩიოს, არ არის ეს სწორი საქციელი, ბავშვი დაიჩაგრება ყველაზე მეტად ამ სიტუაციაში!!!
დათო
24 მაისი 2020 14:09
3
გირაო. გირაო. გირაო. გირაო. ყველამ რომ ვცემოთ ჩვენი ცოლები ერთხელ მაინც ქართული ეკონომიკა აყვავდება
David
24 მაისი 2020 14:09
4
კაი გასაგებია, რომ ადამიანია და შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს დებილი პროკურატურა პატიმრობას რომ ითხოვს ის მაინც გაითვალისწინე, რომ ამხელა დონის ჩოგბურთელია და ქვეყნის სახელი გააქვს მსოფლიოში, პატივი ეცი ამხელა დამსახურებას ხო? ვიღაც დებილ პოლიტიკოსებს ყველაფერს პატიობენ და ადამიანის ცემის გამო პატიმრობას ითხოვ. კარგია, რომ სასამართლომ არ დააპატიმრა.. კიდევ ხაზს ვუსვამ, არ ვამართლებ ქალის პიზიკურ შეურაწყოფას..
Ako
24 მაისი 2020 14:04
8
ვინც არუნდა იყოს დამნაშავე, სამწუხარო ფაქტია :((
Biankonneri
24 მაისი 2020 13:59
12
არა მჯერავს,რომ ნიკოლოზმა ეს ჩაიდინა!
მწვრთნელი
24 მაისი 2020 13:32
4
ძალიან ცუდი ფაქტია და ძალიან სამწუხარო.
G.LA
24 მაისი 2020 13:14
0
davai profesorebo mogecat kvelas azris gamotkmis upleba !!!!!
!!!!!!!
24 მაისი 2020 13:12
21
კლავიატურის ვირთხა ნაციონალი როგორ უნდა იყოს ნორმალური ადამიანი
!!!!-ს
24 მაისი 2020 14:17
4
ნაციონალობა არ გიტყდება? ბოკერია და სააკაშვილის დრო მორჩა
!!!!!
24 მაისი 2020 13:57
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული