ბასილაშვილის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა - როდის შეძლებს ნიკოლოზი კვლავ მაღალ დონეზე თამაშს? (განხილვა)

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტს უფერულად დაუბრუნდა. ჩვენებურმა გერმანიაში საჩვენებელი ორი მატჩი ჩაატარა და ორივე მათგანში უშანსოდ დამარცხდა.

განსაკუთრებით საგანგაშო და მტკივნეული მიშა ზვერევთან წაგება გახლდათ. ვეტერან გერმანელთან ნიკამ მხოლოდ 6 გეიმი აიღო და მატჩი ორ სეტში - 5:7, 1:6 დათმო.

მეორე შეხვედრაში ნიკა გაცილებით უფრო სახელოვან იან-ლენარდ შტრუფთან დამარცხდა და იმ მატჩშიც მხოლოდ 6 გეიმი დაისაკუთრა.

აშკარაა, რომ ჩვენებური ფსიქოლოგიურად მზად არაა და ის ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა. მოგეხსენებათ, ბასილაშვილის ოჯახური სკანდალი ჯერ კიდევ გრძელდება. 16 ივლისს ჩანიშნული
სასამართლო 1 თვითაა გადაწეული და ჯერ კიდევ საბოლოო განაჩენი არაა ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ნიკოლოზის ორ წაგებულ მატჩს ნიკოლოზის ადვოკატი ირმა ჭკადუა გამოეხმაურა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"შეუძლებელია უკვალოდ ჩაევლო იმ ფსიქოლოგიურ და მორალურ ტერორს, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარდა. საქართველოს არ ჰყავს ბევრი "ნიკოლოზ ბასილაშვილი" და მსურს, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პატივისცემა მის მიმართ.

ვიმედოვნებ, რომ მალე აღიდგენს წონასწორობას და წარმატებით გააგრძელებს ასპარეზობას. ჩვენ კი, მისი იურისტები, პირობას ვდებთ, ყველაფერს გავაკეთებთ მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად", - ამბობს ჭკადუა.

ფაქტი ერთია, ჩვენებურს ამ ორ შეხვედრაში თავისი შესაძლებლობების ნახევარიც კი არ გამოუჩენია. ძნელია, ადამიანს მოსთხოვო კარგი თამაში, როდესაც მის მიმართ ასეთი მძიმე ბრალდებაა, თუმცა დიდი სპორტსმენებიც სწორედ იმიტომ არიან პროფესიონალები, რომ მსგავსი მდგომარეობიდან გამოძვრნენ.

ჩოგბურთი ინდივიდუალური სპორტია და პრობლემების დაძლევაში ვერავინ ვერ დაგეხმარება, თუ გამოსავალს შენივე თავში ვერ იპოვი.

ფსიქოლოგიური პრობლემები პლანეტის პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩსაც კი ჰქონია, რომელიც ამბობდა, რომ წარუმატებლობების შემდეგ თავდაჯერებულობა დაკარგა და კარიერის დასრულებაზეც ფიქრობდა.

ნიკოლოზმა მალე უნდა დაიბრუნოს თავდაჯერებულობა და კვლავ თავისი საუკეთესო ჩოგბურთი ითამაშოს. ის ქართველ გულშემატკივარს ძალიან უყვარს და მის წარმატებებს ელოდება.

თანაც, ბასილაშვილს წინ ორი დიდი ტურნირი ელოდება. მან ჯერ ცინცინატის მასტერსზე უნდა იასპარეზოს, რომელიც 22 აგვისტოს დაიწყება, შემდეგ კი დიდი სლემი, ამერიკის ღია პირველობა იქნება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ნიკა, მართლა დიდ პატივს გცემთ. პრობლემების დაძლევა ვაჟკაცთა ტვისებაა, ასე, რომ მათი მალე დაძლევის იმედი მაქვს შენგან!
mamuka09ze
06 აგვისტო 2020 13:03
0
ნიკა, ნახე! ხალხს უყვარხარ, ერს ჯერა შენი! მოიკრიფე ძალები, გაიხარე და გაგვახარე! ეს გჭირდება შენ, ჩვენ, საქართველოს და, რაც მთავარია, შენ შვილს! წარმატებებს გისურვებ!
alexandre
06 აგვისტო 2020 10:16
1
ზვერევია ვეტერანი? აპიპინებ.....
kaxa
05 აგვისტო 2020 19:10
21
33 წლისაა მიშა ზვერევი, ანუ ვეტერანია
Tennis
06 აგვისტო 2020 04:57
0
ალექსანდრ ზვერევის უფროს ძმა, მიშა ზვერევზეა ლაპარაკი!!!
დათო
05 აგვისტო 2020 19:52
0
ირმა ჭკადუას ისე ადარდებს ბასილას ფსიქოლოგიური მდგომარეობა. როგორ მე ეხლა მალაიზიის პრეზიდენტ მაჰათჰირ მოჰამადის))))))))))))))))))))))))))))
კოსტა პაპა
05 აგვისტო 2020 18:06
10
მოკლედ ქალს შეუძლია შენი ცხოვრების ბურჯი გახდეს და აგაშენოს, აგრეთვე შეუძლია დაგაქციოს ცუდ ქალს. ნიკოლოზ ყველა შენს გვერდით ვართ, მაგ წაკლა ქალის, მაგის მშობლებსაც აღარ ჯერათ, გვიყვარხართ და გაფასებთ. არ ჩაქიმო, იმ უხსენებელსაც ეგ უნდა, სენ უნდა გაიმარჯვო და შენს შვილს ანახო ვინ არის მაგის მამა და რა კაცია!!!!!!
Megreli
05 აგვისტო 2020 17:04
5
100% -ით გეთანხმებით!!! ყველაფერი ითქვა ამ კომენტარში!!! მანამდე უფრო სტრესულ მდგომარეობაში იყო და გულშემატკივარმა, რომელმაც არ იცოდა ეს სიტუაცია, ნიკასგან შედეგს ითხოვდა!!! ყველაფერი დალაგდება, მთავარია ჯანმრთელად იყოს!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
05 აგვისტო 2020 18:33
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული