PHP: ნიკოლოზ ბასილაშვილს სისხლის სამართლის საქმეში ბრალი დაუმძიმდა

AutoSharing Option
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" საკუთარ ვებგვერდზე წერს, ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს სისხლის სამართლის საქმეში ბრალი დაუმძიმდა.

"საქართველოს პროკურატურამ გაიზიარა PHR-ის მოთხოვნა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა. გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ამასთანავე, ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ბრალდება ნიკოლოზ ბასილაშვილს
ედავება ნელი დოროყაშვილის მიმართ გენდერული ნიშნით სხვადასხვა დროს განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ოთხ ეპიზოდზე და სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას.

ამასთანავე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ბრალად წარდგენილი ეპიზოდების გარდა, ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ინციდენტის შემთხვევაში გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, თუმცა აღნიშნული ქმედებები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ძალადობის სისტემატურობისა და სიმძიმის შეფასებისას." - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა 20 ოქტომბრისთვის არის ჩანიშნული.

წყარო: phrgeorgia.wordpress.com

მკითხველის კომენტარები / 13 /
კარგი ცოლი თუ გყავს ესეიგი ღცთის წყალობა დაიმსახურე. დღევანდელი გადასახედიდან როცა მამაკაცის როლი დაკნინებულია ოჯახში და ამავდროულად თუ მამაკაციც ცოტა რბილია ოჯახში გოგონა იზრდება არასწორად რაც გამოიხატება მამაკაცის დაუფასებულობაში გოგონა არ თვლის მამას მთავარ ფიგურად ოჯახში, რაც ავტომატურად აისახება როცა იგი გათხოვდება მეუღლე რაც არუნდა უყვარდეს თუ შეგნებაში ცოტა მოიკოჭლებს ქმარს არ აფასებს ისე როგორც საჭიროა დაუფასებულობა იწვევს რბილად რომ ვთქვათ კომფლიკტურ მომენტებს ხოლო თუ "უჯიშოცაა" გადაგიყვანს კაცს ჭკუიდან ასე რომ დაოჯახებამდე კარგად შეამოწმეთ როგორ გარემოში იზრდებოდა თქვენი მეუღლე. ნიკოლოზ სიმტკიცეს გიდურვებ წარმატებები კარიერაში.
კახაბერ
21:33 21-08-2020
3
ნიკა ხვალ ცინცინატის მასტერს იწყებს, ხვდება ოჟეს!!! რატომ არ წერთ ამ ინფოს, გულშემატკივარი ჩოგბურთის გაცოცხლებას ნახევარი წელია ელოდებოდა???!!!რაც შეეხება კომენტარებს, რომელიც წავიკითხე!!! ასეთი ქილიკი, ღადაობა და ცილისწამება მოდის იმ ხალხისგან , ვისაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნია!!! ეს ის ადამიანებია, ვისაც საკუთარ ოჯახშიც ვერ იტანენ და სიყვარულზე და მეგიბრობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი!!! აქ რა გინდათ საერთოდ??? !!! კაცი ხვალ ტურნირს იწყებს და იმის მაგივრად, რომ უგულშემატკივროთ, შემოდხართ და ჭორაობთ ბაზრის დედაკაცებივით!!! გულშემატკივრებს გილოცავთ ჩოგბურთის განახლებას!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
17:53 21-08-2020
1

სიახლეები პოპულარული