დღეს, 4 ოქტომბერს, ქალთა რიგებში გაიმართა 2 შეხვედრა, სადაც სრული სენსაციის მომსწრენი გავხდით.
მსოფლიოს 2 ჩოგანმა, სიმონა ჰალეპმა, უშანსოდ წააგო პოლონელ სვიატეკთან. პირველი სეტი სვიატეკის გამარჯვებით 6:1 დასრულდა. ყველას ეგონა, რომ რუმინელი ნელ-ნელა შევიდოდა თამაშში და შემოატრიალებდა, რადგან ის ამ ტურნირის მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა. საბოლოოდ, ჰალეპმა მეორე სეტი 6:2 დათმო და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.
მეორე შეხვედრაში მსოფლიოს 8 ჩოგანი, კიკი ბერტენსი, დამარცხდა იტალიელ ტრევისანთან. ზემოაღნიშნული შეხვედრისგან განსხვავებით, მაყურებელმა აქ სანახაობა