"როლან გაროსის" კლასიკური ფინალი

AutoSharing Option
გუშინ, 9 ოქტომბერს, საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.

პირველ შეხვედრაში "გრუნტის მეფე", რაფაელ ნადალი, არგერტინელ დიეგო შვარცმანს ეთამაშებოდა.

ესპანელმა მატჩი 3:0 გაიმარჯვა, სეტების ანგარიში კი ასეთია - 6:3 6:3 7:6 (7:0).

ხოლო მეორე თამაშში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ბერძენ სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდა.

მატჩი ნოვაკისთვის კარგად დაიწყო და პირველი ორი სეტი დამაჯერებლადაც მოიგო, შემდეგ ბერძენი ახალგაზრდა აფეთქდა.

საბოლოოდ სერბმა გადაწონა მაინც და 3:2 დაამარცხა ახალგაზრდა სუპერვარსკვლავი. სეტების ანგარიში კი ასეთია : 6:3 6:2 5:7 4:6 6:1.

ფინალი ხვალ, თბილისის დროით 17:00-ზე
დაიწყება.

შეძლებს "მატადორი" ამ ტურნირის მე-13 მოგებას?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული