რამდენად მოულოდნელიც არ უნდა იყოს, პირველი სეტი ესპანელი 'მატადორის' სასარგებლოდ, 6:0 დასრულდა. საგულისხმოა, რომ მიმდინარე წელს სერბ ჩოგბურთელს ოფიციალური შეხვედრების მასშტაბით წაგება არ აქვს. (თუ არ ჩავთვლით დისკვალიფიკაციის გამო კარენო ბუსტასთან დაფიქსირებულ შედეგს)
პირველი სეტის სტატისტიკურ მონაცემს თუ გადავხედავთ, 51 ჩაწოდების შემდეგ, ნადალმა მეტოქეს 32-ჯერ აჯობა. ამ დროის განმავლობაში ნოლემ 11 უნებლიე შეცდომა დაუშვა, მაშინ, როდესაც ესპანელის მაჩვენებელი ამ კომპონენტში 2-ს უტოლდება.
"როლან გაროსის" კლასიკური ფინალი