აბსოლუტური დომინაცია - ნადალმა როლან გაროსი მეცამეტედ მოიგო![VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რამდენიმე წუთის წინ მსოფლიო რეიტინგის მე-2 ჩოგანმა რაფაელ ნადალმა საფრანგეთის ღია პირველობის ფინალურ რაუნდში ნოვაკ ჯოკოვიჩი 3 სეტში, 6:0, 6:2, 7:5 დაამარცხა და დიდი სლემი კარიერაში მეოცედ მოიგო.

ესპანელი ჩოგბურთელისთვის ეს დღე ისტორიულია. აღნიშნული გამარჯებით ნადალმა როლან გაროსი მეცამეტედ, დიდი სლემის გათამაშება კი მეოცედ მოიგო და ლეგენდარულ როჯერ ფედერერს გაუთანაბრდა.

საგულისხმოა, რომ მსოფლიო რეიტინგის ლიდერის წინააღმდეგ, 34 წლის რაფაელ ნადალმა ძალიან დამაჯერებლად იასპარეზა და მეტოქე აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში დაჩაგრა.

altLIVE - ნადალმა ჯოკოვიჩს პირველი სეტი 6:0 მოუგო

alt"როლან გაროსის"

კლასიკური ფინალი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული