გუშინ, 15 ნოემბერს, ლონდონში ჩოგბურთის წლის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო, სადაც საუკეთესო 8 ჩოგბურთელი იყრის თავს.
გახსნითი მატჩის მისია წინა წლის ფინალისტ დომინიკ ტიმსა და ტურნირის გამარჯვებულ სტეფანოს ციციპასს ერგოთ.
მატჩი სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. მატჩი 2 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა.
პირველი სეტი ავსტრიელმა ტაიბრეიკზე მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბერძენს მე-13 გეიმი 4:1 მიჰყავდა, მაგრამ დათმო. რაც შეეხება მეორე სეტს, ციციპასმა 6:4 იმარჯვა და მატჩი გადავიდა მესამე, გადამწყვეტ ფაზაში, სადაც თამაშის ბედი ერთმა შესრულებულმა ბრეიკმა გადაწყვიტა. საბოლოოდ, დომინიკმა 6:3 იმარჯვა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
რაც შეეხება მეორე მატჩს, ერთმანეთს რაფაელ ნადალი და ალექსანდ რუბლევი დაუპირისპირდნენ.
მატჩმა მოლოდინი ვერ გაამართლა. ნადალმა სეტში თითო-თითო მოწოდება წაართვა მეტოქეს და მარტივად, ანგარიშით 6:3 6:4 იმარჯვა.
მომდევნო მატჩს ესპანელი ტიმის წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო რუბლევი ციციპასს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩებს, დღეს მსოფლიოს #1 ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩაერთვება საქმეში. სერბი არგენტინელ დიეგო შვარცმანს დაუპირისპირდება. ბოლო 5 მატჩიდან 5-ივე ნოვაკის გამარჯვებით დასრულდა. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
დღის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს პარიზის მასტერსის ფინალისტები, ალექსანდრ ზვერევი და დანილ მედვედევი დაუპირისპირდებიან. ბოლო 5 მატჩიდან 3-ში გამარჯვებული გერმანელი გამოვიდა. მატჩი ხვალ, 00:00 საათზეა ჩანიშნული.