ლონდონში წლის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 15 ნოემბერს, ლონდონში ჩოგბურთის წლის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო, სადაც საუკეთესო 8 ჩოგბურთელი იყრის თავს.

გახსნითი მატჩის მისია წინა წლის ფინალისტ დომინიკ ტიმსა და ტურნირის გამარჯვებულ სტეფანოს ციციპასს ერგოთ.

მატჩი სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. მატჩი 2 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა.

პირველი სეტი ავსტრიელმა ტაიბრეიკზე მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბერძენს მე-13 გეიმი 4:1 მიჰყავდა, მაგრამ დათმო. რაც შეეხება მეორე სეტს, ციციპასმა 6:4 იმარჯვა და მატჩი გადავიდა მესამე, გადამწყვეტ ფაზაში, სადაც თამაშის ბედი ერთმა შესრულებულმა ბრეიკმა გადაწყვიტა. საბოლოოდ, დომინიკმა 6:3 იმარჯვა და
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

რაც შეეხება მეორე მატჩს, ერთმანეთს რაფაელ ნადალი და ალექსანდ რუბლევი დაუპირისპირდნენ.

მატჩმა მოლოდინი ვერ გაამართლა. ნადალმა სეტში თითო-თითო მოწოდება წაართვა მეტოქეს და მარტივად, ანგარიშით 6:3 6:4 იმარჯვა.

მომდევნო მატჩს ესპანელი ტიმის წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო რუბლევი ციციპასს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩებს, დღეს მსოფლიოს #1 ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩაერთვება საქმეში. სერბი არგენტინელ დიეგო შვარცმანს დაუპირისპირდება. ბოლო 5 მატჩიდან 5-ივე ნოვაკის გამარჯვებით დასრულდა. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

დღის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს პარიზის მასტერსის ფინალისტები, ალექსანდრ ზვერევი და დანილ მედვედევი დაუპირისპირდებიან. ბოლო 5 მატჩიდან 3-ში გამარჯვებული გერმანელი გამოვიდა. მატჩი ხვალ, 00:00 საათზეა ჩანიშნული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული