ზედიზედ მეორედ, ტიმი ფინალში დამარცხდა, რუსი ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ ლონდონში ჩოგბურთის შემაჯამებელი ტურნირი დასრულდა. ერთმანეთს დანილ მედვედევი და დომინიკ ტიმი დაუპირისპირდნენ. 

შეგახსენებთ, გასულ სეზონში ავსტრიელი ჩოგბურთელი სტეფანოს ციციპასთან დამარცხდა და წელს ორმაგი მოტივაციით გამოვიდა კორტზე. 

ტიმი - მედვედევი 4:6, 7:6, 6:4

რუსმა შესანიშნავად იასპარეზა და კარიერაში მე-9 ტიტული მოიგო, მათ შორის 3 მასტერსი და შემაჯამებელი. 

დანილი ამ გამარჯვებით იმ ჩოგბურთელთა სიას შეუერთა, რომლებმაც ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი მარცხის გარეშე მოიგეს. მედვედევის წინამორბედი გრიგორ დიმიტროვი გახლდათ. 

ამჟამად, ATP რეიტინგში რუსი მე-4 ადგილზე იმყოფება.

altნოლე ნახევარფინალშია! მედვედევის მორიგი მარტივი გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული