ბასილაშვილმა ისევ მოიგო! ამჟამად - წყვილებში

AutoSharing Option
დღეს, 8 იანვარს, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანტალიის 250-იანი კატეგორიის ტურნირის წყვილთა თანრიგში პირველი გამარჯვება იზეიმა.

მიმდინარე ტურნირზე ნიკოლოზი წყვილებში გერმანელ ანდრე ბეგემანთან ერთად გამოდის. მათი მეტოქე შეჯიბრებაზე უაილდ ქარდით მოხვედრილი თურქული წყვილი - უმუთ აკუნი და მერთ ნაჯი თურქერი - იყო. ქართველმა და გერმანელმა მოწინააღმდეგეები 2 სეტში დაამარცხეს - 6:2, 6:3.

1/4-ფინალში ქართულ-გერმანული დუეტის მეტოქე ტურნირის პირველ ნომრად განთესილი ხარვატი წყვილი (მეკტიჩი/პავიჩი) იქნება.

ნიკასთვის სეზონი შესანიშნავად დაიწყო. შეგახსენებთ, გუშინ, 7 იანვარს, ერთეულთა თანრიგის შეხვედრაც მოიგო. 

alt1 წლის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა შეხვედრა

მოიგო!



მკითხველის კომენტარები / 8 /
ბრავო ნიკა წინნნ ნელის არ დაანგრევინო ცხოვრება და კარიერა შენი
ტატა
03:25 09-01-2021
0
ნიკა წარმატებები. შენს პატივისცემას ვერასდროს გადაიხდის ჩვენი ოჯახი. კაცურად დადგვიდექი გვერდით. დიდი მადლობა - დიდი კაცობისთვის!
გიო
23:04 08-01-2021
1

სიახლეები პოპულარული