ავსტრალიის ღია პირველობაზე წყვილთა თანრიგის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალიან არ გაუმართლა.
ის მელბურნის კორტებზე ვეტერან გერმანელ ანდრე ბეგენმანთან იქნება შეამხანაგებული.
წილისყრამ კი პირველივე წრეში მათ მეტოქეებად ტურნირზე პირველივე განთესვის მქონე კაბალი/ფარახის წყვილი არგუნა.
როგორც იცით, ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე ერთეულთა თანრიგშიც იასპარეზებს. ის 9 თებერვალს, თბილისის დროით 07:30 საათზე, აშშ-ის წარმომადგენელ ტომი პოლს დაუპირისპირდება, წყვილთა თანრიგის მატჩი კი, სავარაუდოდ, ზეგ გაიმართება.
ეგა არის უფრო მნიშვნელოვანი მიღწევა, ვიდრე ნებისმიერი პირველობის მოგება!!!