დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილთან დამარცხების (6:3, 1:6, 5:7) შემდეგ როჯერ ფედერერმა კომენტარი გააკეთა.
"როგორც უკვე ვთქვი, ჯერ 100%-ით მზად არ ვარ. ამას ვგრძნობ და ვხედავ. ფორმას ვიღდგენ და ეს ამისაკენ მორიგი საფეხურია. კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვგრძნობდი კორტზე თავს. ბუნებრივია, დენთან მატჩისას ფიზიკურად თავს უკეთ ვგრძნობდი.
მთლიანობაში კი, ჩემი ორგანიზმი წესრიგშია. დილით მცირედი შებოჭილობის შეგრძნება მქონდა, მაგრამ ეს აბსოლუტურად ნორმალურია", - ციტირებს ფედერერს ჟურნალისტი ჯორჯ ბელშოუ თავის "ტვიტერზე".