სპორტული ჟურნალისტი გიორგი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ როჯერ ფედერერის დამარცხებას ეხმაურება.
როგორც იცით, ჩვენებურმა ლეგენდარული შვეიცარიელი დოჰას ტურნირის 1/4-ფინალში სამ სეტში 3:6, 6:1, 7:5 დაამარცხა.
"ეს ხალხი ასე რამ გააბოროტა, მართლა ვერ ვხვდები. ნახევარი "ფეისბუქი" წერს, მოძალადეს როგორ გულშემატკივრობთო და კიდევ მეორე ნახევარი ამბობს, გაუმართლა ბასილაშვილს, ფედერერი დაბერდა და ცუდ ფორმაში იყოო. კარგით რა, მართლა და მართლა... იდეალურ ფორმაში მყოფ ფედერერს რომ ვერავინ მოუგებს სამყაროში, ისედაც ვიცით და ამ ძალადობაზე კიდევ რა ჩაფსიხდით მართლა? ისე წერს ზოგი, გეგონება
თვითონაც იქ იყვნენ, როდესაც ბასილაშვილი ცოლს ურტყამდა.
ჯერ არ დამტკიცებია არანაირი ძალადობა და საკითხი განხილვის პროცესშია. ისიც მახსოვს, ბრალდების პირველივე წამიდან როგორ გამოუტანეთ განაჩენი, ჩაქოლეთ და აბულინგეთ. ცოლი რო აშანტაჟებდა, ეგ დაუჯერებელია თქვენთვის რატომღაც, უფრო სწორად, არ გინდათ რომ დაიჯეროთ და რომც იყოს მტყუანი ბასილაშვილი, თქვენ გგონიათ, სპორტს წმინდანები თამაშობენ და ხელოვნებას წმინდანები აკეთებენ? მაშინ ნუ უყურებთ ნურაფერს და თუ იდეალურ ადამიანს ეძებთ, ქრისტეს სადმე რომ ნახავთ ტელევიზორში, მეც მითხარით!
იმასაც კი ვერ ხვდებით, რომ ქვეყანას ვგულშემატკივრობთ. ეს "ფეისბუქზონდერები" რაღაც ძალიან მომრავლდნენ და სხვების დამუნათებით იღებენ სიამოვნებას. თქვენ თავებს მიხედეთ რა, ამდენი ბოღმის ნთხევას, გირჩევთ საკუთარ თავებზე იმუშაოთ და შეიძლება როდესმე ფედერერს თუ არა, მეზობელს მაინც აჯობოთ რამეში", - წერს ზურაბიშვილი.
ეს არის ისტორიული გამარჯვება, ვფიქრობ, რომ საქართველოსი. ნიკა ქართველია და ყველა მისი გამარჯვება, საქართველოს წარმოჩენა და გამარჯვებაა და ცოლს ურტყამს თუ არ ურტყამს, ამას შესაბამისი უწყებები გაარკვევენ და დაადგენენ.