"ბავშვის სამი ვიდეო ჩაიწერეს, სადაც მას ალაპარაკებენ, რომ ბებია და ბაბუა თავში მირტყამენ და მცემენო..." - ბასილაშვილის მამის განცხადება

AutoSharing Option
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა ნოდარ ბასილაშვილი "TV პირველთან" საუბარში თავისი შვილისა და ნელი დოროყაშვილის სკანდალურ საქმეზე საუბრობს.

"წარმოიდგინეთ, რომ ნიკას თავზე ერთი დიდი სპექტაკლია. ახლა გაიმართება სასამართლო და ყველაფერი გაირკვევა. არ არსებობს, რომ ნიკამ ვინმეს ხელი დააკაროს.

პირიქით, იმ ქალბატონისგან უფრო მოსალოდნელია, რომ ჩემს შვილს შეეხოს და ნიკოლოზისგან ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ.

ბავშვთან დაკავშირებით ამ არასამთავრობოებს, რომლებიც თავს უფლებადამცველებად ასაღებენ, აბსოლუტურად კრიმინალური მიდგომა აქვთ.

ეს არის სიძულვილით მიდგომა და ნიკას ბავშვსაც არ აჩვენებენ. რატომ ვამბობ, რომ ეს სიძულვით მიდგომაა, იცით?!

წარმოგიდგენიათ,
ბავშვის 3 ვიდეო ჩაიწერეს, სადაც მას ალაპარაკებენ, რომ ბებია და ბაბუა თავში მირტყამენ და მცემენო და სულ კოშმარები მესიზმრებაო...", - ამბობს ნოდარ ბასილაშვილი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
... ნიკამ, მისი ექსმეუღლის ძმა სიკვდის გადაარჩინა, მძიმე სენით დავადებული წაიყვანა გერმანიაში, საუკეთესო კლინიკაში და იქ განკრნეს!!! გესმით???!!! ექსმეუღლეს ძმა და ოჯახს შვილი გადაურჩინა!!! და რამდენი სიკეთე აქვს ალბათ გაკეთებული ექსმეუღლის მშობლებისთვის და ძმისთვის!!! ეს ოჯახი არსად არ ჩანს, არ არის გამორიცხული, რომ ალქაჯი შვილის ქცევას  არ ამართლებენ და მას მხარს არ უჭერენ!!!ალბათ  მას  და მის გარემოცვას ოჯახი იზოლიაციაში ჰყავთ და უკრძალავენ აზრის გამოთქმას!!!  გამოდით და დააფიქსირეთ თქვენი აზრი!!! სიმართლე ერთია!!! ნიკას გაკეთებულ კეთილ საქმეებს ნუ დაივიწყებთ!!!
დათი
12:21 16-03-2021
0
ერთი რაღაც მაინტერესებს-ხომ სასამართლოშია საქმე და ჯერ განაჩენი ცნობილი არ არის? სასამართლო თუ გაამართლებს ნიკას (დარწმუნებული ვარ ობიექტურად ასე იქნება), უბრალოდ გამართლდება და საქმე დაიხურება? ამისთვის მისი ექსმეუღლე და მისი აქტიური მხარდაჭერები ციხეში არ უნდა ჩასვან?
მხარდაჭერა ნიკას!
16:53 16-03-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული