დარია თუ ავდარია, ნიკა მაგარია - ბასილაშვილი ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა (35) გუშინ წვიმის გამო გადადებული მიუნხენის 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალური მატჩი სლოვაკ ნორბერტ გომბოსთან (95) დღეს გააგრძელა და საათსა და 26 წუთში 6:4, 6:4 გაიმარჯვა.

ამის შემდეგ ნიკოლოზი დღესვე ნახევარფინალში ნორვეგიელ კასპერ რუუდს (24) შეხვდა, რომელმაც 1/4 ფინალში ავსტრალიელი ჯონ მილმანი 6:3, 6:4 დაამარცხა და ქართველმა ჩოგბურთელმა ისევ ორ სეტში სძლია მეტოქეს - 6:1, 6:2  (საათსა და 12 წუთში) და ფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, ბასილაშვილმა  პირველ წრეში ბრაზილიელი ტიაგო მონტერიო (78) 6:2, 6:3, ხოლო მეორეში კოლუმბიელი დანიელ რივეროსი (114) 6:4,
6:2 დაამარცხა.

2 მაისს, ფინალში ნიკოლოზი, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე არც ერთი სეტი არ წაუგია,  გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (44) დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში ბელარუსი ილია ივაშკო დაამარცხა. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 29 /
Seti ar saugia turnirze .magari xar zmao
Shalva
01 მაისი 2021 18:47
0
ყოჩაღ ნიკა წარმატებები ხვალ ფინალში!
დათო
01 მაისი 2021 20:25
0
მიდი ძმა მიაწექი ჩემი ძმა ხარ დიდ პატივს გცემ ლეგენდა ხარ ნამდვილი!!!!!
ნიკოლოზი
01 მაისი 2021 18:49
3
მცდელობის მიუხედავად ინტერნეტში ვერ აღმოვაჩინე, რომ მეყურებინა.ხვალ სად შეიძლება ნახვა იქნებ იცის ვინმემ.ვწუხვარ რომ მის მიმართ ახალი საქმე აღიძრა.ძლივს ჩადგა კაცი ფორმაში და ახლა ესეც დაემატა.
ჯუჯი
01 მაისი 2021 20:37
1
... https://de.sportplus.live/ მეგობარო აქ შეძლებ უყურო!!!
დათო
01 მაისი 2021 21:51
1
გომბოსთან,მეორე სეტში,3:2 ზე,ისეთი ჩაუგდო ნიკამ,რომ თამაში,ფაქტობრივად იქ დამთავრდა.ნიკას დაძაბულობა მოეხსნა და გაილაღა.ნახევარ ფინალს სამწუხაროდ ვეღარ ვუყურე,მაგრამ განწყობა,უკვე ისეთი ჰქონდა,რომ მისი შეჩერება,გაცილებით ძლიერებსაც გაუჭირდებოდათ.წარმატებები და ტიტულები ნიკას.
სოსო
01 მაისი 2021 20:13
0
Sad xar baia miicere cerili
Milani
01 მაისი 2021 18:47
1
ნიკას წარმატებები და სათაურის შტერ მომგონს - გონების განათება
gt
02 მაისი 2021 12:46
1
აღდგომის მადლი შეგეწიოს ნიკოლოზ,წინსვლას და გაძლიერებას გისურვებ..
ვიღაც
02 მაისი 2021 08:45
0
მიდი ბასილ,დადე როლან გაროსი,შენ ეს შეგიძლია.
დავითი
01 მაისი 2021 23:52
0
ოჯახური სიტუაცია რომ არ აღელდა უფრო მეტს მიაღწევდა.წარმატებები ნიკას.
ისიდორე
02 მაისი 2021 05:30
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული