ფავორიტი ბასილაშვილი - სკანდალურ მეტოქესთან, ციციპასის მოლოდინში...

AutoSharing Option
BMW Open-ზე გამარჯვების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ ტურნირში ჩაებმება - მადრიდის 1000-იან მასტერსზე პირველ შეხვედრას 31 წლის ფრანგ ბენუა პერისთან გამართავს.

ბასილაშვილის დღევანდელი მეტოქე საკმაოდ სკანდალური სპორტსმენია და მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოს ისეთი პროტესტიც გამოუთქვამს, მკაცრად რომ დაუსჯიათ. ერთი პერიოდი კლასიფიკაციაში უფრო მაღლაც იყო, ამჯერად კი 35-ეა.

ნიკოლოზი და ბენუა ერთმანეთს ოთხჯერ დაუპირისპირდნენ. ქართველმა ჩოგბურთელმა მხოლოდ უკანასკნელ, 2019 წლის შანხაურ შეხვედრაში იმარჯვა.

წყვილში საუკეთესოს შემდეგ ეტაპზე სერიოზული გამომცდელი ეყოლება - საერთო კლასიფიკაციაში მეხუთე ადგილზე მყოფი, 22 წლის ბერძენი სტეფანოს ციციპასი.

ბასილაშვილისა
და პერის შეხვედრა 4 აპრილს, თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.

altბრწყინვალეა - ბასილაშვილმა მიუნხენის ტურნირი სეტწაუგებლად მოიგო! [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 12 /
წააგო, არადა უშანსოდ არ იყო. მაგრამ ჯერ მაყურებლების ხმაური აღიზიანებდა, ისედავ არ აქვს ნერვიული სისტემა კარგ დღეში. თან მე მგონი, როცა გრილა მაშინ ბევრად უკეთესად თამაშობს.
ნიკ
20:39 04-05-2021
1
პერისთან პირველი სეტი ცუდად ითამაშა. რაღაც გადაღლილი ჩანს.
ჯუჯი
19:42 04-05-2021
0

სიახლეები პოპულარული