ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა თენგო ბასილაშვილმა ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლის ძმას, თორნიკე დოროყაშვილს უჩივლა.
როგორც ბასილაშვილი განმარტავს, დოროყაშვილმა TikTok-ზე ვიდეო განათავსა, სადაც უცენზურო სიტყვებს ამბობს და მასთან ერთად ჩოგბურთელის შვილი ლუკასი იმყოფება.
დოროყაშვილი გუშინ პოლიციაში გამოიკითხა. როგორც მან განმარტა, ვიდეოში არა ბავშვის თმა, არამედ პარიკი ჩანს.
"ბავშვი არ იყო, რადგან ბავშვს აქვს წაბლისფერი თმა. იყო პარიკი, პარიკი მქონდა გადახვეული ბალიშზე. ვფიქრობ, რომ ჩემი უფლებები დაირღვა, ეს არის ჩვეულებრივი ბულინგი, ფსიქოლოგიურად იძალადა მან ჩემზე. მე აუცილებლად ვაპირებ ეს იურიდიული გზებით მივიტანო სასამართლომდე და სასამართლო დადგება სიმართლის მხარეს", - ამბობს თორნიკე დოროყაშვილი.
რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმას, მან მედიას შემდეგი განუცხადა:
დიდი ხანია ბავშვთან ურთიერთობა არ გვაქვს და რომ ვნახე, ლუკასის ოთახში პიროვნება შედიოდა და მიმართავდა უწმაწური სიტყვებით და ეს "ტიკტოკი" ეკუთვნოდა ნელი დოროყაშვილის ძმას, გადავწყვიტე, რომ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო ლუკასი და მივმართე პოლიციას", - ამბობს თენგო ბასილაშვილი.
რატომ არსად არ ჩანან???!!! ალბათ გრცხვენიათ ასეთი შვილების გამო???!! მესმის თქვენი, ოღონდ მარტო გაზრდა რას უშველის, თუ ბუნებამ ვერ უშველა, ბუნებას ამას ნუ დააბრალებთ!!! ნიკას მშობლებმა ორი საამაყო ქართველი აღზარდეს, თქვენ???!!!