ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძე (WTA-ს რეიტინგში 195-ე) ყაზახეთში გამართული W60 Nur-Sultan-ის გამარჯვებული გახდა. შეჯიბრი ჩოგბურთის საერთაშორისო ასოციაციის (ITF) მიერ იყო ორგანიზებული.
23 წლის სპორტსმენმა ფინალში 30 წლის რუსი ვალერია სავიხინი (196) სამ სეტში - 4:6, 6:3, 6:2 დაამარცხა. ტურნირის საპრიზო ფონდი 60 ათას დოლარს შეადგენდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა გადამწყვეტ შეხვედრამდე უზბეკ, ყაზახ და ბელარუს სპორტსმენებს სძლია. ეს მისთვის მეხუთე ტიტული იყო.
მარიამ ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო
მარიამ ბოლქვაძე WTA-ს რეიტინგში 46 საფეხურით დაწინაურდა