დღეს, 22 ივლისს, ეკატერინე გორგოძემ (208) პოლონეთში გამართული გდინიას ტურნირის 1/8-ფინალური ეტაპის წარმატებით გადალახვა მოახერხა.
ქართველმა ამერიკელი ვარვარა ლეფჩენკო (154) 2 სეტში 7:6 6:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
ხვალ, თბილისის დროით 16:25 საათზე, ამავე ტურნირის წყვილთა თანრიგში ეკატერინე ოკსანა კალაშნიკოვასთან ერთად ოლღა გოვორცოვასა და ალეკსანდრა სასნოვიჩის დუეტს დაუპირისპირდება.