ოლიმპიადაზე ნიკოლოს ბასილაშვილის მორიგი მატჩი 26 ივლისს გამთენიისას 07:30 საათზე დაიწყება.
როგორც იცით, ჩვენებურის მეტოქე იტალიელი ლორენცო სონეგოა, რომელიც რეიტინგში ამჟამად 26-ე საფეხურს იკავებს.
ნიკა მას ერთხელ (2020 წელს) რომში ეთამაშა და 2 სეტში დამარცხდა.
იმ შემთხვევაში, თუ ბასილაშვილი მოიგებს, ის მერვედფინალში ალექსანდ ზვერევსა და გალან რივიეროსს შორის უკეთესს დაუპირისპირდება.
აქვე გეტყვით, რომ ტრანსლაცია სავარაუდოდ პირველ ან მეორე არხზე განხორციელდება.