ტორონტოს მასტერსის მე-2 წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-18 ნომერს, ავსტრალიელ ალექს დე მინორს დაუპირისპირდა და 57 წუთში 6:1 6:1 დაამარცხა.
ჩვენებურმა მეტოქე ყველა ასპექტში დაჯაბნა. ნიკოლოზი, როგორც ჩაწოდებაზე, ისე მიღებაზე ბრწყინვალე იყო და ეს შედეგშიც აისახა.
ბასილაშვილი 1/8-ფინალში გავიდა, სადაც 12 აგვისტოს მისი მეტოქე მსოფლიოს მე-13 ნომერი, პოლონელი ჰუმბერტ ჰურკაჩი იქნება.