ბასილაშვილი ყველაზე პრესტიჟული მასტერსის მეორე წრეში გავიდა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36) "ინდიან უელსი" წარმატებით დაიწყო - პირველ წრეში ამერიკელი კრისტოფერ იბენქსი (194) დაამარცხა - 6:4, 6:3. 

მომდევნო წრეში ნიკოლოზი 33 წლის ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48) დაუპირისპირდება.

ამ გამარჯვებით ჩვენებურმა 45 სარეიტინგო ქულა და 51 895 დოლარი გამოიმუშავა. იმ შემთხვევაში, თუ ის შემდეგ მეტოქესაც მოუგებს, დამატებით 45 ქულასა და 42 695 დოლარსაც მიიღებს.

29 წლის ბასილაშვილმა მომავალი მეტოქეს 2018 წელს, დოჰაში 3 სეტში სძლია: 6:1, 1:6, 6:1.

შეხვედრა 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

altბასილაშვილი საკვალიფიკაციოდან დამწყები ამერიკელის

წინააღმდეგ - "ინდიან უელსი" იწყება




მკითხველის კომენტარები / 3 /
…ყოჩაღ ნიკოლოზ, ძალიან გაგვახარე!!! კარგია. რომ ოჟეს არ ხვდები!!! რამოს -ვილონასის დამარცხება შეგიძლია!!! იქით ხაჩანოვი- ბუსტაა!!! წარმატებები!!!
დათო
10:27 11-10-2021
0
გაიხარე ნიკა მიდი ჩვენც გაგვახარე, თორემ ამ ბოლო დროს სპორტით დიდად ვეღრ ვხარობთ ქართველი გულშემატკივარი. სულ ჭიდაობა ძლოსნობა ხომარ უნდა იყოს რომ გვიხაროდეს, ხომ შეიძლება სხვა სპორტშიც ვისიამოვნოთ ყურებით, მჯერა ამ ტურნირზე წარმატებას მიაღწევ))
aqsadaqsa
10:00 11-10-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული