"ეს არის მიზეზი, რის გამოც ნახევარფინალში ვარ" - ბასილაშვილის კომენტარი ციციპასის დამარცხების შემდეგ

AutoSharing Option
ინდიან უელსის 1/4-ფინალში სტეფანოს ციციპასის დამარცხებისა და ნახევარფინალში გასვლის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა კომენტარი გააკეთა:

"ამ გამარჯვებით გაკვირვებული ნამდვილად არ ვარ. დიდი ხანია რაც ვარჯიშებზე და ტურნირებზე კარგ ჩოგბურთს ვთამაშობ.

პირველი ჩაწოდების დიდი მინუსი მქონდა, რაც გავაუმჯობესე და ეს არის მიზეზი, რის გამოც ახლა ნახევარფინალში ვარ.

სტრესის ქვეშ ვიყავი, ჩემი ენერგია ზემოთ ადიოდა და ჩადიოდა, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით რომ ენერგია მთელი თამაშის განმავლობაში შევინარჩუნე... ბოლოს მე ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ ფიზიკურად კორტზე დარჩენა შემეძლო.

ეს ჩემი კარიერის საუკეთესო გამარჯვება არ
ყოფილა. როჯერ ფედერერის დამარცხება საუკეთესო მოგონებაა, რადგან ის ჩემი იდეალი იყო, თუმცა სტეფანოსის დამარცხებაც ძალიან ბევრს ნიშნავს", - თქვა ბასილაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბასილა, ვხედავ უფალს ამ ტურნირზე შენი გამარჯვება უნდა, ამიტომაც მოგაშორა ეს მრისხანე მეტოქე. ნახევარფინალის თამაშზე ამ რწმენით გადი და უფლის სურვილს შენგან ჩოგნის მაგრად ცემაც მიახმარე. უფალს ებარებოდე.
ჟორა გაბრიჭიძე
13:59 16-10-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული