"არსებობს მამრების ქვე-კატეგორია, რომელიც..." - რას წერს ბაია პატარაია ბასილაშვილის ფინალში გასვლის შემდეგ

AutoSharing Option
უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილის ინდიან უელსის ტურნირის ფინალში გასლის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ის წერს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბასილაშვილის წარმატების შემდეგ მასზე შეტევას ახორციელებენ.

"არსებობს მამრების ქვე-კატეგორია, რომელიც ისტერიულად მთაგავს ნიკოლოზ ბასილაშვილის სპორტულ წარმატებაზე, (მარცხის დროს არ მაწუხებენ).

ამ მამრების აზრით:

1. ბასილაშვილმა თამაში/ტურნირი პირადად მე მომიგო;

2. ამით მიმტკიცებენ, რომ ბასილაშვილი კარგი სპორტსმენია, (ოღონდ მე არასდროს შემიფასებია მისი სპორტსმენობა);

3. მიმანიშნებენ, რომ ჩემპიონებს ცოლის ცემა ეპატიებათ, რადგან გამარჯვებული ყოველთვის მართალია.

პ.ს. თქვენ მოგიყევით, თორემ
იმათი კოგნიტური უნარების პირობებში, არა მგონია, ოდესმე რამეს მიხვდნენ.", - წერს პატარაია.

აქვე გეტყვით, რომ ბასილაშვილი ფინალურ შეხვედრაში 18 ოქტომბერს შუა ღამით, 03:00 საათზე, ბრიტანელ ქამერონ ნორის დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 31 /
ზოგადად , ძალადობრივი საზოგადოებრივი ცხოვრების წესის , ყველანაირად წინააღმდეგი ვარ , დაუშვებელია . თუმცა , ის რაც დღეს
ზოგადად სამყაროში ხდება , მგონია ადამიანური ფასეულობებისა და მორალური წეს-ჩვეულებების მიმართ ყველაზე დიდი ძალადობაა , ვითომ ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით . კომპლექსურია ეს პრობლემები და ცალმხრივად მისი განხილვა არ შეიძლება . თუ ავიღებთ , ოჯახს , სადაც ქმარი შედარებით სუსტია და ქალი ძლიერი , იქაც იქნება ძალადობის ფაქტები . ძალადობის მცნებით , მამრობით სქესზე თავდასხმა , ჩვეულებრივი დისკიმინაციაა , რადგან ქალს შეუძლია ფსიქოლოგიური ძალაფობით , ფიზიკური ძალადობის მახვერპლად გამოაჩინოს თავი . ხო და ამას მე ვიცი რაც მოყვება , იცხოვრებთ კაცთან 30 წელი და გერქმევათ მეგობარი გოგონა და იოცნებებთ ქორწილოს კაბაზე . მერე გასწორდება ბევრი რამე ორივე მხარისათვის .
ATP 16
17 ოქტომბერი 2021 14:08
1
ამ ადამიანს(ბაია პატარაია) თავისი მკვეთრად ჩამოყალიბებული აზრის აქვს იმაზე რომ ასე ვთქვათ "ყველაფერში კაცები არიან დამნაშავეები"... კი ბატონო ჰქონდეს თავისი აზრი... რომ იტყვიან რამდენი ადამიანიცაა იმდენი აზრია... თუმცა კითხვაა რატომ გვიაქტუალურებთ ამ ადამიანს?! რატომ ვისმენთ მის აზრებს სპორტულ განყოფილებაში?! ჰქონედს თავისი აზრები თავისთვის ხომ შეიძლება...
L.E.S
18 ოქტომბერი 2021 12:00
2
პატარაია, აი, არანაირად არ ვფიქრობდი რამის დაწერას, ნეტა სხვა არაფერი პრობლემა არ გვქონდეს ამ ქვეყანაში, შენ რას გიწერენ და რას არა, მაგრამ მოდი ერთი დაშვება დავუშვებ, რომ მართლა არ გესმის რატომ არ იწვევს არანაირ თანაგრძნობას ნიკას ცოლი ნელი. აქ მთავარი ნიკას წარმატებულობა არ არის და არც ის, რომ ჩემპიონი ყოველთვის მართალია, თავს ნუ იტყუებ. (ეგეთი ჩემპიონებისათვის "გადაუვლიათ"?) უბრალოდ ცუდად ყარს ეგ საქმე შურისძიებით და ფულით და ეგაა მთავარი. გაუმაძღარი და ყოფილი ქმრის მიერ ახალი საცოლის გამოჩენით გაბოროტებული ქალის შურისძიებას გავს. რატომ? გადაიკითხე საქმე , სცადე სხვისი თვალით შედხედო, სხვისი თვალით, რომელიც ხედავს, რომ მაშინვე არ ამოიღო ხმა, და მაინცადამაინც ახალი საცოლის გამოჩენის შემდეგ გაახსენდა, და რომ საკმაოდ დიდი თანხა და ქონება მისცა ნიკამ და ასე შემდეგ და თუ მოინდომებ, მიხვდები. და კიდევ, მაგ საქმით ბევრ, მართლა დაჩაგრულ ქალს უფუჭებ საქმეს და თუ კარგად დაფიქრდები და მართლა გაინტერესებს, ამასაც მიხვდები რატომ. დანარჩენი შენი საქმისა შენ იცი.
არტ
18 ოქტომბერი 2021 00:52
2
მოკლედ წარმატებას მიაღწევს და ეგრევე დაიწყებენ წკმუტუნს, ეტყობა ბაბუცაც წილში ყავს ცოლყოფოლს, იმას კი არ ამბობს წელიწადნახევარი რომ არ ანახვებენ მამას ბავშვს.
პაპა
17 ოქტომბერი 2021 19:13
1
აუ.... ყველას მობეზრდა ეს შენი ბალამუტი რა. ყველა მოძალადეები ვართ ქალიან კაციანად და შეგვეშვი რა. დაგვტოვე აზრი არ აქ შენ ბალამუტს 99,9 პრონცენტი ვართ. შენ ხარ ძალადობის მსხვერპლი შვილო და მთელ ქვეყანას გვაბრალებ. მოდი რა შეგვეშვი. ჩვენ ჩვენი წარმატებული ქალებიც და მამაკაცებიც გვახარებს. და სახლში ცოლ-ქმარი როგორ ჩხუბობენ არ გვაღელვებს. გათხოვდი და შენც მიხვდები შვილო, რომ ეს შენი ბალამუტი ამ ქვეყანაში ზედმეტია.
giorgi
17 ოქტომბერი 2021 22:42
3
ბიჭო ნუ ჭორაობ დედაკაცივით
სიმართლე
18 ოქტომბერი 2021 00:28
10
ეს ქალი დააბით - ჯერ 18 წლამდე მორაგბეებმა იკაცეს, ეხლა ბასილაშვილმა. ფინალიც თუ მოიგო, ტანსაცმლიანად გაგიჟდება. წარმომიდგენია, ოლიმპიადაზე რა დაემერთებოდა
: )))))))
17 ოქტომბერი 2021 19:04
1
რადიკალურობა ყველაზე ცუდი რამ არის რაც შეიძლება ადამიანმა გამოიჩინოს, ბაიამ რაც თავდაპირველად თქვა, იყო მაგაში სიმართლის მარცვალიც, მაგრამ შუა ტურნირიდან მოხსნა რომ მოითხოვა ეგ არაფერში ზის. როგორც ბაიას არ ეპატიება რადიკალურობა, ასევე ჩვენც არ გვეპატიება ხელაღებით იმის მტკიცება რომ ნიკა უდანაშაულოა და არაფერი ჩაუდენია, როგორც სპორტსმენი ჩვენი ერის სიამაყეა, როგორც ადამიანი, ეგ პირადად თუ არ იცნობთ არამგონია ვინმემ იცოდეთ, ამიტომ დაელოდეთ სასამართლო პროცესს, თორემ გამამტყუნებელი განაჩენი თუ გამოუტანეს ამ ქალის წივილით დაგვიყრუვდება მერე ყურები
LH #44
17 ოქტომბერი 2021 12:09
17
… ჩაუდენია რას ნიშნავს???!!! თუ ჩადენის მომენტში მოხდა ფაქტის ფიქსირება კიდევ მესმის!!! აი ორი ან ხუთი წლის წინ რაღაც მოხდა და ამაზე დაიწყოს გამოძიება სრული სიბეცეა!!! გამოდის , რომ თითოეული ჩვენთაგანი ყიველდღიურ რისკის ქვეშ ვართ, მეუღლმ რომ მოინდომოს , მოძალადის იარლიყს მოგაკრავენ!!! და ამტკიცე შემდეგ არარსებულ ფაქტზე, მართალია თუ არა!!!
დათო
17 ოქტომბერი 2021 12:38
2
ცოლის ცემა არც ერთი მოვლენის დროს არ შეიძლება?! მაგალითად ცოლი მოვიდა სახლში მთვრალი და უმოწყალოდ სცემს პატარა შვილს, მაშინაც არ შეიძლება?! საერთოდ ვინმეს ცემა შეიძლება, არსებობს ასეთი დანაშაული როცა ცემა გარდაუვალია?
aburjga
17 ოქტომბერი 2021 12:12
18
ბაბუც! გირჩევნია დაოკდე, თორე ბუა მოვა და შეგახრამუნებს.
ქვე-კატეგორია..
17 ოქტომბერი 2021 21:25
3
ეს ვიღას დაჰკარგვია, ნეტავ?!
N
17 ოქტომბერი 2021 18:42
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული