"პრობლემები ვერ დავძლიე" - ბასილაშვილმა წაგება ახსნა

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა "ინდიან უელსის" ტურნირის ფინალში ქემერონ ნორისთან წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მესამე სეტში თამაში ჩემთვის ძალიან რთული გახდა. ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. ვეცადე, კორტიდან გავსულიყავი, ცოტა ამომესუნთქა, თუმცა ეს ფიზიკური დისკომფორტი ვერ დავძლიე. წინა მატჩებშიც მაწუხებდა, მაგრამ მესამე სეტში უკვე გაუსაძლისი იყო. არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ თავს მართლა ცუდად ვგრძნობდი.

ქემერონზე მინდა ვთქვა, მენტალურად ძალიან ძლიერი იყო და დაიმსახურა მოგება. განსაკუთრებით, მეორე სეტში, როცა უკუბრეიკი შეასრულა. მეორე სეტში ვერ ვიპოვე გზა, როგორ მომეგო მისთვის. ბექჰენდზე კარგად თამაშობ
და და მის დასაჩაგრად დარტყმებში ძალიან დიდი ენერგიის ჩადება მჭირდებოდა, რაც არ შემეძლო. მაგრამ რაღას ვიზამ, არა უშავს...

ამ კვირის შემდეგ შინ გამოცდილება მიმაქვს. კარგი ჩოგბურთის თამაში შემიძლია, სეტითა და ბრეიკით წინ ვიყავი, ვუგებდი და შემდეგ... არ ვიცი...

გავაგრძელებ შრომას, გავაგრძელებ, რასაც აქამდე ვაკეთებდი. ვეცდები, კარგად ვითამაშო და აქ მიღებული გამოცდილება მომავალ ტურნირებში აუცილებლად გამომადგება", - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.



მკითხველის კომენტარები / 22 /
გაიხარე და წარმატებები ყოველ თამაშში და რაც მთავარია პირად ცხოვრებაში.
ბათუ
15:30 18-10-2021
0
…განაცვალე ნიკა!!! შენ გმირი ხარ!!! ყველაზე პრესტიჟული მასტერსის ფინალში ითამაშე!!! ზუსტად ასე ვფიქროდი რასაც წერ, მეორე სეტში თუ დაამთავრებდი , თორემ მესამეშო უკვე ფიზიკური მდგომარეობა ამის საშუალებას არ მოგცემდა!!! რაც შენ ენერგია დახარჯე წინა თამაშებზე, ნორისგან განსხვავებით , შენებური ბრძოლის საშუალება არ მოგცემდა!!! ყველაფერი კარგადაა, ძალიან გაგვახარე!!! ❤️
დათო
15:42 18-10-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული