ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-18 ჩოგანი დაამარცხა და მე-7-ს დაელოდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვენის 500-იანი ტურნირის პირველ წრეში ესპანელ პაბლო კარენო-ბუსტას 3 სეტში სძლია - 7:5, 4:6, 6:3.

თამაში საკმაოდ თანაბარი გამოდგა, თუმცა ნიკოლოზმა გადამწყვეტ მომენტში კონცენტრაცია მოიკრიბა და საკმაოდ ძლიერ მეტოქეს აჯობა.

პირველი სეტი ბასილაშვილმა ბოლო, მე-12 გეიმზე ბრეიკით მოიგო - 7:5. იქამდე ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებას იცავდნენ.

მეორე სეტში 4:4-ზე ესპანელმა ქართველს მოწოდება წაართვა, თუმცა მე-10 გეიმში ნიკას 3-მაგი ბრეიკ-პონტი ჰქონდა. სამწუხაროდ, ვერ გამოიყენა და 4:6.

ბოლო, მესამე სეტის მე-8 გეიმში ნიკოლოზმა 2-დან 1 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მე-9 გეიმი საკუთარ მოწოდებაზე
მშრალად მოიგო და შეხვედრაშიც გაიმარჯვა.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე მსოფლიოს მე-7 ჩოგან მატეო ბერეტინისა და ალექსეი პოპირინს (77) შორის გამარჯვებული იქნება...

მკითხველის კომენტარები / 12 /
…გაიხარე ნიკოლოზ!!! აი ეს არის ბრძოლა!!! ბრძოლა ყველა გათამაშებისთვის!!! ისევე როგორც ჰამბურგში 2018 წელს, აქაც ულამაზესი შეხვედრა გამოვიდა!!! გენაცვალე ჩვენი გახარებისთვის!!! ბერეტინი ნაკლებ წინააღმდეგობას გაგიწევს!!!
დათო
25 ოქტომბერი 2021 19:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული