ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-18 ჩოგანი დაამარცხა და მე-7-ს დაელოდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვენის 500-იანი ტურნირის პირველ წრეში ესპანელ პაბლო კარენო-ბუსტას 3 სეტში სძლია - 7:5, 4:6, 6:3.

თამაში საკმაოდ თანაბარი გამოდგა, თუმცა ნიკოლოზმა გადამწყვეტ მომენტში კონცენტრაცია მოიკრიბა და საკმაოდ ძლიერ მეტოქეს აჯობა.

პირველი სეტი ბასილაშვილმა ბოლო, მე-12 გეიმზე ბრეიკით მოიგო - 7:5. იქამდე ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებას იცავდნენ.

მეორე სეტში 4:4-ზე ესპანელმა ქართველს მოწოდება წაართვა, თუმცა მე-10 გეიმში ნიკას 3-მაგი ბრეიკ-პონტი ჰქონდა. სამწუხაროდ, ვერ გამოიყენა და 4:6.

ბოლო, მესამე სეტის მე-8 გეიმში ნიკოლოზმა 2-დან 1 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მე-9 გეიმი საკუთარ მოწოდებაზე
მშრალად მოიგო და შეხვედრაშიც გაიმარჯვა.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე მსოფლიოს მე-7 ჩოგან მატეო ბერეტინისა და ალექსეი პოპირინს (77) შორის გამარჯვებული იქნება...

მკითხველის კომენტარები / 12 /
მაგარი ხარ, ზურგის ქარი და იღბალი შენს სპორტულ ცხოვრებას. მაგარი ხარ, ჩოგბურთი ყველაზე კარგად აჩვენებს დღეს სპორტსმენს, ერთგვარად სუმოისტის გამოცდას გავს, არ გაჩერებენ წლის განმავლობაში, უნდა დაამტკიცო ვინ ხარ და სადამდე ქაჩავ.
beso
26 ოქტომბერი 2021 08:50
0
… სამი საფეხურით წაიწია წინ და გახდა ატპ 22!,,
დათო
25 ოქტომბერი 2021 22:11
1
კარგია , ბრავოო ნიკოლოზ , ესე იგი გამოვიდა ფინალის სტრესიდან , რაც ყველაზე მნიშვნელოვანია . ვერ ვუყურე და გული მაგაზე მწყდება . მიდი მასილ მასე გააგრძელე და შეიძლება საჩემპიონო 8 კაცშის მოხვდე , ჯერ არაფერია დაკარგული .
ATP 16
25 ოქტომბერი 2021 21:53
0
საოცრად განსხვავებული პიროვნებაა ყველა დღევანდელი ცნობადი სახისგან.დიდი სიმშვიდე და შრომის უნარი ჩანს მის ყველა მოქმედებაში.სიამოვნებით ვნერვიულობ მის ყველა მატჩზე და ისიც არ გვაკლებს ამ სიამოვნებას
თამაზი
25 ოქტომბერი 2021 20:33
0
სამწუხაროდ ვერ ვუყურე,მაგრამ გამარჯვებას რა თქმა უნდა გულით ვულოცავ.ვფიქრობ ამ სეზონში,რეიტინგში კიდევ მაღლა აიწევს.თამაში ყოველთვის შეეძლო,ახლა კი,სტაბილურობა მოემატა და შედეგებზეც სწრაფად აისახა.თუ ბერეტინის თუნდაც მცირე ჩავარდნა აქვს ფორმაში,დღევანდელ ნიკას ნამდვილად შეუძლია მისი და კიდევ სხვა ბევრის დამარცხება
სოსო
25 ოქტომბერი 2021 20:32
0
გილიცავ ნიკა
ლაშა
25 ოქტომბერი 2021 19:51
0
თოპ-10-ს მოთამაშე ხარ ნიკოლოზ❤️
EA7
25 ოქტომბერი 2021 19:32
1
ჰამბურგის ორჯერ მოგების მიუხედავად, როგორც არ უნდა ითამაშოს და რამდენი ეტაპიც არ უნდა გაიაროს ავსტრიაში -კარიერის საუკეთესო ფორმაში ეხლაა.
ესე განაგრძე ნიკოლოზ. მაგარი თამაში იყო. წარმატებები და მადლობა.
rable
25 ოქტომბერი 2021 19:21
0
დაგლიჯააააააააააა
სტალინი
25 ოქტომბერი 2021 19:16
0
ბერეტინის, ბოლო დროს დაღმა სვლა აქვს, ხოლო ნიკალას პირიქით, დააკვირდით სტატისტიკას და ნახავთ. ანუ ბერეტინის დაძლევაც შეუძლია, შემდეგი მეოთხედფინალი შედარებით სუსტი აქვს და ბლატნოი ნორის თუ გადაეყარა, მასზეც აბაროტიაქვს ასაღები და ფინალში ალბათ ზვერევი დახვდება. ერთი სიტყვით, თუ მაქსიმალურად კონცენტრირდება, ფინალამდე მივა, ფორმაშია აშკარად, ფიზიკამ არ უნდა უმტყუვნოს და ფსიქიკამ. იმედია გამამხნევებელიც ეყოლება ტრიბუნებზე. წარმატებები. მგონია ფინალს ითამაშებს და ზვერევიც თუ გააკრა ბეჭებზე, ხომ კარგი, ისე მონაგები აქვს. მიდი ნიკალა, ეხლა შენი დროააა
ლევან მაღლაკელიძე
25 ოქტომბერი 2021 19:10
0
… მეოთხედფინალიც საკმაოდ დაძაბული იქნება!!! მარი, ხურკაჩი ან გრაფია, რომელმაც დღეს ევანსი დაამარცხა!!!
დათო
25 ოქტომბერი 2021 21:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული