მორიგი ტრავმა... ციციპასი შემაჯამებელს დაემშვიდობა, მისმა შემცვლელმა კი ვერ ივარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტურინში ჩოგბურთის მიმდინარე შემაჯამებელი ტურნირის მე-4 საშეჯიბრო დღე გაიმართა. ამჯერად კორტზე "მწვანე ჯგუფის" წარმომადგენლები წარდგნენ.

პირველ შეხვედრაში ნოვაკ ჯოკოვიჩმა (სერბეთი) ალექსანდრ რუბლევი (რუსეთი) 6:3 6:2 დაამარცხა და აქტივში მე-2 გამარჯვება ჩაიწერა.

სპორტსმენებმა თავდაპირველად ბრეიკები გაცვალეს, სერბმა კი გადამწყვეტი უპირატესობა მე-8 გეიმში მოიპოვა და 1-ლი სეტიც თავის სასიკეთოდ დაასრულა.

მე-2 სეტში რუბლევს თამაში იმდენად კარგად აღარ გამოუვიდა, რაზედაც მე-3 და მე-7 გეიმებში წაგებული ჩაწოდებაც მეტყველებს.

Sportall.Ge

სამწუხაროდ, მატეო ბერეტინის (იტალია) ტრავმა უკანასკნელი არ აღმოჩენილა. სტეფანოს ციციპასმა (საბერძნეთი) იდაყვის დაზიანების გამო შემაჯამებელი ტურნირიდან
მოეხსნა, მისი ადგილი კი კამერონ ნორიმ (დიდი ბრიტანეთი) დაიკავა.

დებიუტანტი კასპერ რუდს (ნორვეგია) დაუპირისპირდა და 3 სეტში 6:1 3:6 4:6 დამარცხდა.

1-ელ სეტში ბრიტანელმა ბრეიკის შესრულება მე-4 და მე-6 გეიმებში მოახერხა და დაწინაურდა.

თუმცა მე-2 და მე-3 სეტებში სკანდინავიელმა სპორტსმენმა სეტში თითო-თითო ბრეიკის  შესრულება და მატჩის თავის სასიკეთოდ დასრულება მოახერხა.

ამრიგად, "მწვანე ჯგუფს" ჯოკოვიჩი ლიდერობს. მე-2 ადგილს ალექსანდრ რუბლევი 1 მოგებითა და ამდენივე მარცხით იკავებს. ასეთივე შედეგი აქვს კასპერ რუდსაც, დებიუტანტი ნორი კი მე-4 ადგილზე იმყოფება.

მომდევნო შეხვედრები 19 ნოემბერს გაიმართება, სადაც ერთმანეთს ჯოკოვიჩი/ნორი და რუბლევი/რუდი დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრებს, ალექსანდრ ზვერევი (გერმანია) ჰუმბერ ჰურკაჩს (პოლონეთი) 17:00 საათზე დაუპირისპირდება, დანილ მედვედევი (რუსეთი) კი - იანიკ სინერს (იტალია).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული