"როცა ვაკოცე, მითხრა, - ჯერ რა პატარა ხარო" - დიდი სიყვარულისა და ყველაზე გიჟური გულშემატკივრობის ისტორია

AutoSharing Option
როცა რო­ჯერ ფე­დე­რერ­მა თა­ვი­სი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე, მირ­კა გა­იც­ნო, ჯერ ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა იყო - ემო­ცი­ებს ვერ აკონ­ტრო­ლებ­და, კორტზე ჩო­განს ახეთ­ქებ­და, ყვი­რო­და, არც ტი­ტუ­ლე­ბი ჰქონ­და და არც ფული. და მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც მის გვერ­დზე აღ­მოჩ­ნდა ცხოვ­რე­ბის მუზა, შვე­ი­ცა­რი­ე­ლი გახ­და ყვე­ლა­ზე მდი­და­რი და ცნო­ბი­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი. დღე­ვან­დე­ლი ჩვე­ნი ის­ტო­რია რო­ჯერ და მირ­კა ფე­დე­რე­რებ­ზეა.

რო­ჯერ ფე­დე­რე­რი არ მი­ე­კუთ­ვნე­ბა იმ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა მოს­წონს. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და ინ­ტერ­ვი­უ­ებ­შიც კი, შვე­ი­ცა­რი­ე­ლი ძუნ­წად ლა­პა­რა­კობს ხოლ­მე თა­ვის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე.

რო­გორც უკვე ვთქვი, მირ­კამ და რო­ჯერ­მა
ერ­თმა­ნე­თი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში გა­იც­ნეს, როცა ორი­ვე პერ­სპექ­ტი­ულ იუ­ნი­ორ ჩოგ­ბურ­თე­ლად მი­იჩ­ნე­ო­და. აქ გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია, რამ­დე­ნა­დაც შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ჩოგ­ბურ­თის ელი­ტა მრა­ვალ­რი­ცხოვ­ნო­ბით არას­დროს გა­მო­ირ­ჩე­ო­და, მო­თა­მა­შე­ებს ადრე თუ გვი­ან უწევ­დათ ერ­თმა­ნე­თის გაც­ნო­ბა. მირ­კა, მა­გა­ლი­თად, ორი წე­ლი­წა­დი ფე­დე­რე­რის მშობ­ლი­უ­რი ქა­ლაქ­ში, ბა­ზე­ლის გუნდში ას­პა­რე­ზობ­და. თუმ­ცა ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბის გამო (მირ­კა რო­ჯერ­ზე 3 წლი­თა და 4 თვით უფ­რო­სია), წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს ახ­ლოს ვერ გა­იც­ნობ­და.

ფე­დე­რე­რის მო­გო­ნე­ბე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ 15 წლის ასაკ­ში მას ემო­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლი უჭირ­და - ჩო­განს კორტზე ახეთ­ქებ­და, ყვი­რილს იწყებ­და, როცა რამე არ გა­მოს­დი­ო­და, ად­ვი­ლად ვარ­დე­ბო­და დეპ­რე­სი­ა­ში, ყო­ველ დარ­ტყმას კო­მენ­ტარს უკე­თებ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ­დე­ნად ცუდი სა­ნა­ხა­ვი იყო, რომ რო­ჯე­რის მშობ­ლე­ბი კორ­ტს შუა თა­მა­შის დროს დარ­ცხვე­ნი­ლე­ბი ტო­ვებ­დნენ.

Sportall.Ge

"ერთხელ, როცა მე და მირ­კა საკ­ლუ­ბო დო­ნე­ზე ვთა­მა­შობ­დით, თურ­მე ბევ­რი ეუბ­ნე­ბო­და, - წადი, შე­ხე­დე ბიჭს, გვა­რად ფე­დე­რერს. ის ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია, ჩოგ­ბურ­თის მო­მა­ვა­ლი­აო... მირ­კა და­ინ­ტრიგ­და ჩე­მით, მო­ვი­და მატჩზე და პირ­ვე­ლი რაც და­ი­ნა­ხა, მოღ­რი­ა­ლე რო­ჯე­რი იყო, რო­მე­ლიც ჩო­განს ძირს ანარ­ცხებ­და. მისი რე­აქ­ცია, და­ახ­ლო­ე­ბით ამ­გვა­რი იყო: "კი, კარ­გი მო­თა­მა­შეა. ვე­რა­ფერს იტყვი, მაგ­რამ რა სჭირს, რამე პრობ­ლე­მე­ბი აქვს?!“ - მოყ­ვა ფე­დე­რერ­მა The Guardian-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.4

Sportall.Ge

ნორ­მა­ლუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მირ­კას 2000 წლის სიდ­ნე­ის ოლიმ­პი­ა­და­ზე მი­ე­ცა. რო­ჯე­რი ბა­დე­ში რე­ი­ტინ­გის მი­ხედ­ვით მოხ­ვდა, ხოლო მირ­კა უა­ილდ-ქარ­დის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მე­ლიც ჩოგ­ბურ­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ამ მი­ა­ნი­ჭა. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მი­როს­ლა­ვა ვავ­რი­ნე­ცის­თვის, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლის­ტურ ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ა­ში და­ი­ბა­და, შემ­დეგ კი მშობ­ლებ­თან ერ­თად შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­და­ბარ­გდა, ოლიმ­პი­ა­და­ზე ახა­ლი დრო­შით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უდი­დე­სი მოვ­ლე­ნა იყო. შვე­ი­ცა­რი­ის ჩოგ­ბურ­თის დე­ლე­გა­ცია 3 სპორ­ტსმე­ნის­გან - ფე­დე­რე­რის­გან, მირ­კა­სა და ემა­ნუ­ელ გა­ლი­არ­დის­გან შედ­გე­ბო­და.

Sportall.Ge

ოლიმ­პი­ა­დის ერთ-ერთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ფი­კა ოლიმ­პი­უ­რი სო­ფე­ლია, სა­დაც, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ყვე­ლა სპორ­ტსმე­ნი ერთ გა­რე­მო­ში ცხოვ­რობს და პრაქ­ტი­კუ­ლად, 24 სა­ა­თი ერ­თად არი­ან. ამ გა­რე­მო­ე­ბამ მირ­კა­სა და რო­ჯე­რის და­ახ­ლო­ე­ბას შე­უ­წყო ხელი. მათ რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბას მთე­ლი შვე­ი­ცა­რი­ის ნაკ­რე­ბი თვალს ადევ­ნებ­და. სვენ გრი­ო­ნე­ფელ­დი, რო­მე­ლიც შვე­ი­ცა­რი­ის ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი იყო, შემ­დეგ იხ­სე­ნებ­და:

"რო­ჯე­რი ყვე­ლას­თან მი­დი­ო­და და მირ­კას პა­ე­მან­ზე და­პა­ტი­ჟე­ბამ­დე რჩე­ვებს ეკი­თხე­ბო­და. მო­ჭი­და­ვე­ებ­თა­ნაც მი­ვი­და და ჰკი­თხა, უნდა და­ე­პა­ტი­ჟა, თუ - არა. სხვა­თა შო­რის, ბევ­რმა სცა­და ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის ჩახ­შო­ბა, მაგ­რამ მა­შინ, რო­ჯერ­მა ცხოვ­რე­ბა­ში სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო".

Sportall.Ge

თა­ვად ფე­დე­რე­რი პირ­ვე­ლი კოც­ნის მო­მენტს ასე იხ­სე­ნებს:

"ჩვენ მო­ჭი­და­ვე­ებ­თან და სხვა სპორ­ტსმე­ნებ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დით. ერთ - ერთი მო­ჭი­და­ვე, რო­მელ­მაც შემ­ხე­და, რო­გორ ვი­ტან­ჯე­ბო­დი ეჭ­ვე­ბით, მო­ვი­და და მი­თხრა: "ეი, რო­ჯერ, მის­მი­ნე, მიდი და ახ­ლა­ვე აკო­ცე ამ გო­გოს". თა­ვი­დან უარ­ზე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ და­მარ­წმუ­ნა და მეც და­ვუ­ჯე­რე. და იცით რა? როცა მე მას ვა­კო­ცე, მი­თხრა, - ჯერ რა პა­ტა­რა ხარო, რა­ზე­დაც ვუ­პა­სუ­ხე, - უკვე 18-ის ვარ, თით­ქმის 18.5 წლის - მეთ­ქი. იცით, ზოგ­ჯერ გი­წევთ, რამ­დე­ნი­მე თვის და­მა­ტე­ბა, რომ ცოტა უფ­რო­სი გა­მოჩ­ნდეთ".

მა­შინ რო­ჯე­რი ოლიმ­პი­ურ მე­დალს ვერ და­ე­უფ­ლა - მე-4 ად­გილს დას­ჯერ­და, თუმ­ცა მა­ინც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ბრუნ­დე­ბო­და - მან საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის გული მო­ი­გო.

Sportall.Ge

სიდ­ნე­ის შემ­დეგ, რო­ჯერ­მა და მირ­კამ სრულ­ფა­სო­ვა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყეს. ფე­დე­რე­რის სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა მხო­ლოდ და მხო­ლოდ წინ მი­დი­ო­და, მისი გო­გო­ნა კი ტრავ­მე­ბით იტან­ჯე­ბო­და.

2002 წელსვე რო­ჯე­რი და მირ­კა ურ­თი­ერ­თო­ბას აღარც მა­ლავ­დნენ. ერ­თად იას­პა­რე­ზეს ჰოპ­მა­ნის ტურ­ნირ­ზე. და­დე­ბი­თი და ემო­ცი­უ­რი მუხ­ტით და­იტ­ვირთნენ, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი ტურ­ნი­რი მი­როს­ლა­ვა ვავ­რი­ნე­ცის­თვის უკა­ნას­კნე­ლი აღ­მოჩ­ნდა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული