დღეს, 28 იანვარს, ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალურ ეტაპზე, რაფაელ ნადალმა (5) მატეო ბერეტინი (7) 4 სეტში 6:3 6:2 3:6 6:3 დაამარცხა და ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. მატჩი 2:58 საათს გაგრძელდა.
პირველსა და მეორე სეტებში ესპანელმა მეტოქის ჩაწოდება ჯამში 3-ჯერ მოიგო და საკუთარი არც ერთხელ დათმო. აქედან გამომდინარე უნდა ითქვას, რომ საწყის 2 სეტში "მატადორი" მატეოზე უკეთ გამოიყურებოდა.
მე-3 სეტში ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა და რაფამ საკუთარი მოწოდება მე-8, გადამწყვეტ გეიმში დათმო, ბერეტინის კი სეტის დახურვა აღარ გასჭირვებია.
მე-4 სეტში კი ამავე
სიტუაციაში მატეო ჩავარდა, როდესაც ჩაწოდება მე-8 გეიმში წააგო და რაფაელმა 6:3 გაიმარჯვა.
ამრიგად, ესპანელი ლეგენდა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა, მისი მეტოქე კი სტეფანოს ციციპასსა (4) და დანილ მედვედევს (2) შორის გამარჯვებული იქნება. მეორე ნახევარფინალური შეხვედრა დღეს, 28 იანვარს, თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, 35 წლის ჩოგბურთელმა ავსტრალიის ტურნირი 2009 წელს მოიგო.