ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტების ვინაობა გაირკვა

AutoSharing Option
დღეს, 28 იანვარს, ავსტრალიის ღია პირველობის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში, დანილ მედვედევმა (2) სტეფანოს ციციპასი (4) 7:6 4:6 6:4 6:1 დაამარცხა და დიდი სლემის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

პირველ სეტში ბერძენი ტაი-ბრეიკზე 4:1 იგებდა, თუმცა რუსმა დაბრუნება და დაწინაურება მოახერხა. მეორე სეტში ოდნავ უკეთესი სტეფანოსი გამოდგა, ამის შემდეგ კი დანილი გააქტიურდა და დარჩენილი ორი სეტი თავის სასიკეთოდ დაასრულა.

ამრიგად, ფინალურ ეტაპზე რაფაელ ნადალი (5) და დანილ მედვედევი (2) იასპარეზებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული