შესაძლოა ნიკოლოზ ბასილაშვილს ჩოგბურთის თამაში სამუდამოდ აუკრძალონ

AutoSharing Option
რუსული პრესა წერს, რომ ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გარიგებულ მატჩშია ეჭვმიტანილი. საქმე 2016 წელს გამართულ ერთ-ერთ შეხვედრას ეხება.

როგორც vseprosport.ru წერს ATP-ის ანტიკორუფციულმა ბიურომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

საიტი წერს, რომ ანონიმურმა წყარომ დადასტურებული დოკუმენტით მათ ინფორმაცია მიაწოდა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

თუ ნიკას ბრალეულობა დამტკიცდება, მას დროებითი, ან სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრება.

აქვე ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ ეს ერთ-ერთი რუსული საიტის მიერ გავრცელებული ინფორმაციია და მისი სანდოობის შესახებ ინფორმაციის დადასტურება ჯერჯერობით არ შეგვიძლია.
მკითხველის კომენტარები / 24 /
…ზეგ დოხას იწყებს , ტიტული აქვს დასაცავი და ამ დროს ეს ნაგავი ინფო ვრცელდება!!! მავნებლობაა ეს ცრუ, ყვითელი ინფოები!!! გამოზნულად კეთდება ეს ყველაფერი!!! ნიკა წარმატებები და აბა შენ იცი!!!
დათო
12 თებერვალი 2022 18:13
4
ნაღდად, ბაბუცას მიწოდებულია.
გია
12 თებერვალი 2022 17:41
5
იმედია, ისევ ჭორია და არ დადასტურდება. 7 წელია გასული, ძნელია არ არის მიხვედრა ვინ მიაწოდებდა ინფორმაციას.
ნიკ
12 თებერვალი 2022 17:01
5
დოროყაშვილზე გაქვთ ეჭვი? ეგეც ეჭვია. მაგრამ, ნებისმიერ შემთევევაში ყველა ფაქტი უნდა დადასტირდეს მტკიცებულებით.
mira
12 თებერვალი 2022 17:55
12
ანონიმური წყაროს ინფორმაცია ნელი დურაკაშვილმა დაადასტურა.
ქ. გ.
12 თებერვალი 2022 15:41
6
მაშინ ნიკა ჯერ არავინ არ იყო და იქიდან გამომდინარე თუ რა ხალხში ჰქონია საქმე (ვიღაც გაურკვეველი რეპუტაციის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, რომელიც ახლა უჩივის, უცნაური ცოლი, მამა, რომელიც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს მასზე და ა.შ.), არც გამიკვირდება ეს რომ მართალი იყოს. თვითონ ნიკას პატიოსნებაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ვინმეს რომ გავლენა მოეხდინა და ასეთ ამბავში გაეხვია, სრულიად შესაძლებელია.
odala
12 თებერვალი 2022 15:33
3
ინგლისური და ესპანური საიტებიც წერენ ამ ფაქტის შესახებ შეგიძლიათ გადაამოწმოთ თუ რუსულ საიტს არ ენდობით. იყო საუბრები მანამდეც ჭორების დონეზე პირველი სეტის მოგების შემდეგ მეორეს თმობს ძალითო და ხშირად მეორდებოდა იგივე.
ტომი
12 თებერვალი 2022 15:10
20
Იქნება უბრალოდ მისი ტაქტიკაა მეორე ტურში ძალების დაზოგვა და მეორე ნომრად თამაში
სტატე
12 თებერვალი 2022 18:15
2
რა სისულელეებს წერს და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებს?!
Misha
12 თებერვალი 2022 14:09
6
აბა რატო წერტ ასეთ რამეს თუ დაუდასტურებელ გადაუმოწებელია ? მოკლედ თამაშობთ რა ამ ბიჭის ნერვებზე
გორელი
12 თებერვალი 2022 13:58
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული