"უარი ვუთხრათ ომს" - რუბლევი რუსეთს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 25 თებერვალს, დუბაის 500 ქულიანი ტურნირის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.

ანდრეა რუბლევი (7) პოლონელ ჰუმბერ ჰურკაჩს (11) დაუპირისპირდა და 3:6 7:5 7:6 დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ რუსმა ჩოგბურთელმა კამერაზე წარწერა გააკეთა:

"უარი ვუთხრათ ომს, გთხოვთ" - განაცხადა ანდრეამ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრას ირი ვესელიც (123) გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ჩეხმა ჩოგბურთელმა დენის შაპოვალოვი (14) 6:7 7:6 7:6 დაამარცხა. ირიმაც რუბლევის მსგავსად წარწერა კამერაზე გააკეთა - "არა ომს".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული