"გამარჯვებას უკრაინის მშვიდობაში გავცვლიდით" - ომში მყოფი ქვეყნის ჩოგბურთელები აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ

AutoSharing Option
23-24 აპრილს უკრაინის ჩოგბურთელთა ნაკრები აშშ-ს სტუმრად, ბილი ჟან კინგის თასზე დაუპირისპირდება. ისინი თავიანთი ხალხისთვის ითამაშებენ, რომლებიც რუსეთთან ომში არიან.

- ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრა ხალხს ომისგან მოსვენების საშუალებას მისცემს, თუნდაც ეს შეუძლებელი იყოს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ვითამაშოთ, ვიბრძოლოთ და მოვიგოთ, - ამბობს Reuters-თან კაპიტანი ოლგა სავჩუკი, რომლის ოჯახის რამდენიმე წევრი ომით განადგურებულ უკრაინაში რჩება.

ჩრდილოეთ კაროლინაში უკრაინის დროშა გამოისახება და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ.

- გამარჯვებას უკრაინის მშვიდობაში გავცვლიდით - ამბობს გუნდის წევრი კატარინა ზავაცკა.

მსხვილი საჩოგბურთო ორგანიზაციები
და სხვა სპონსორები ტურნირის განმავლობაში უკრაინისთვის დაახლოებით მილიონ დოლარს შეაგროვებენ. უკრაინის ნაკრები თავისი საუკეთესო ჩოგბურთელის, ელინა სვიტოლინას (რეიტინგში 25-ე) გარეშე ითამაშებს, რომელსაც ზურგის პრობლემები აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს რამდენიმე ძირითადი მოთამაშე აკლია, გამოკვეთილი ფავორიტები არიან.

altუკრაინის მოვლენების კვალდაკვალ - "არ შეიძლება არანორმალურ საზოგადოებაში ნორმალური სპორტი იყოს"

altუსიკმა ძმები კლიჩკოების რეაქციაზე ისაუბრა მას შემდეგ, რაც სპორტსმენმა უკრაინის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

alt მსოფლიო სპორტის ვარსკვლავებმა უკრაინის დასახმარებლად აუქციონზე ნივთები გამოიტანეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული